სიყვარულის ეშინია სიკვდილს
სიყვარულის ეშინია სიკვდილს ფარად გვიდგას, რომ გავუძლოთ ტკივილს, უგრძნობლობით, ფესვებგამჯდარ შიმშილს, ებრძვის ისე, არ იშორებს ღიმილს. ყველა გრძნობის ეწოდება სათავე, მთავარია იგრძნო ხვალ ან ახლავე, მთავარია ხელში იგდო სადავე და ის არ თქვა ამით „ გავიღადავე “. სიყვარული სისუფთავეს ერგება, ასე იყო და ასევე გრძელდება, არ სჭირდება საზღვრები და წესდება, თუ გეწვია არასოდეს ბერდება. სიყვარულმა ასაკიც კი არ იცის, სულ გათოშილს გულის კართან დაგიცდის, არც განცდა აქვს უსასრულო მანძილის, როცა გულში ყოველ ბიძგზე გაგივლის. სიყვარულის ძალა ძალზე დიდია, მისი ახსნა სიტყვით ბევრჯერ მიცდია, სულ ამაოდ, მოქმედებით მიიგრძვნია, და თუ ვპოვე არსად გადამიგდია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი