სექტემბრის სევდა
ამ მიწურულ სექტემბერს სითბო არ შერჩენია და სიცივის ტალღების გამკლავება ძნელია. განაბული ფანჯრებთან, გადარეცხილ ქუჩებში ვიყურები, ამინდი ორივეს გვაქვს უხეში. უსიცოცხლო ხეები სხივებს ისე ელიან, როგორც დამშეულები, საკვებთან რომ სხდებიან. იქნებ მეტი საკვები, იქნებ გრძნობებს სჭირდება?! ხორციელს თუ ახარებ, სულის ფასი მცირდება. ძილის ამინდიაო - როგორ გინდა იძინო?! გადის დრო და მე კიდევ, კიდევ უნდა ვითმინო. გზები შენკენ ცალმხრივი, ცარიელი სიტყვები უკვე მერამდენეა? კიდევ რამდენს მპირდები..?! სინანულის სუნი მცემს, ისევ ისე შეშლილი ვიმყოფები გრძნობებთან, არაფერი შეცვლილი, ყველაფერი სავსეა და ისედაც ცხადია, ჩვენ ორს შორს ვის, როგორ და რამდენად სწადია. რაც კალაპოტს არ მიცვლის, არის მხოლოდ იმედი ხვალინდელი გათენდეს, სითბო ვიგრძნო მცირედი, მაგრამ თუკი უპასუხოდ და ცალმხრივად დავრჩები, დღეს თუ გვიან ზუსტად ვიცი, რომ თოვლივით გავქრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი