სევდიანი ღამე


სულის ნადებს ვერსით სათქმელს,
ღამე მატებს მწუხარებას.
გრძნობის ნისლში გახვეული
ცრემლი ცეცხლად გარდიქმნება

ღამე აცლის ნატანჯ ფიქრებს
სასულდგმულო ჰაერს მტვრად.
ღამე ტანჯავს დათოვლილ მთებს —
ტირილისგან თეთრად დნება

ჩემ ფანჯარას ლოლები
სირცხვილით ვერ ეკიდება.
დაძრწის ღამე ბნელ ოთახში
და აღვიძებს მწარე ფიქრებს.

ბაგეების ლურჯი ფერი
საბრძოლველად ღამეს იწვევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი