მოძღვარნო
დადუმებულა ეკლესია სიმწრის ნაგემი გასავლის კართან დაჩოქილა მორწმუნის კალთა მოინანიეთ სანამ გულნი ისევ ლამობენ სანამ უფალი თქვენს შეცდომებს ფარულად მალავს გაყიდულია ქრისტეს სიტყვა კვლავ ვერცხლის ფეტვად ღვთისმშობელს ახლის განუახლეს იესოს ჯვარცმა გადააგორეთ სულის ლოდი მადლი შეუშვით ნუთუ თქვენ მოძღვართ სიყვარულის არ გისვამთ თასმა მაშინ როდესაც ანგელოზი უფალს განუდგა როცა შავბნელი სიავისა ირქვა სახელი დაწყევლილ იქნა რომ გეენამ შთანთქოს იმწაროს და დაღუპული სულებისა იყოს მეგზური მხოლოდ მესია,ღმერთის სიტყვა მოგვიტანს რწმენას ის ხომ მტკივანი ჭრილობების შემდეგ ვიწამეთ გაყიდეს,ლანძღეს,აფურთხეს და სამჯერ უარყვეს იქნებ თქვენ მაინც მიაპკუროთ მწყურვალს მთის წყალი მოინანიეთ!შეცდომები გადაითვალეთ თქვენ წუთისოფლის მტკივან ხალხის მეგზური გქვიათ მოინანიეთ თორემ ცეცხლის გეენის სული თქვენს სულთა დილეგს დრტვინვა,ხვნეშით მიწას ჩაიტანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი