ადამის ერო
ადამის ერო მუხლმოყრილსა ითხოვეთ შველა ევას დაცემა მოსდებია დედაკაცობას ის გველის ტყავში გახვეული თვითონ ვაება შემოგეპარათ საცდუნებლად ხილთა ბაღიდან ჰოი ყმაწვილნო ნუთუ ვერას ხედავთ უგუნობთ ისწავლეთ თმენა,სიყვარული,გულითგან გლოვა დედა რომელიც ღმერთკაცს თრთოლვით სწმენდდა მირონებს თქვენც,მეც უგუნურთ დაცემის დროს არ მოგვგვრის შვებას?! შეიარაღდით!უკუ აგდეთ ბოროტი ზრახვა გულთა კუნჭული გახსენით და იწყეთ ვაება დედა რომელსაც ერთდროს ურცხვად,ბილწად ლახავდით თვით ღვთისმშობელის წმინდა თავშლის მანდილი ლოცავს ჯვარს ვაცვით ქრისტე,დავგმეთ წმინდა მესიის სიტყვა ვაფურთხეთ,ვლანძღეთ,დავცინეთ და სისხლი ვადინეთ ხომ გვაპატია,შეგვინდო და დაგვლოცა,გვმოძღვრა უფალო ღმერთო შენი მოსვლა ოცნებად გვექცა მიწა ვარ,მტვერი,აგებული უფლის ხატებად სულივარ ჩემში ჩასახული ცოდვის ზმანება მე არ მეშინის უფალია ჩემი მეგზური მოვლინებული ჯოჯოხეთის მმუსრავი სული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი