იმედი !


თითქოს ჩემში რაღაც იღრწნება, რამაც ერთ დროს ერთ ვალად დაიდო ბინა, ჩემს შიგნით გაიზარდა და გაჩნდა ნაპერწკლების მთელი არმია, ვირუსის მსგავსად, მომეკედლა და არ აპირებს ჩემი სხეული დატოვოს, არ შველის არც ჩაი და არც წამალი, რომელსაც ბავშვობაში სიამის და გამოჯამრთელების სუნი დიოდა. 

    ახლა, როცა ეს ქიმია ჩემს სხეულშია, ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებს, ედება ყველაფერს, რადგან სახლი და კომფორტი ვერ მოიპოვა, რადგან არ ძალუძს ჩემში კვლავ დარჩეს, რადგან მას უნდა თავის შველა, მაგრამ როდია გამოსავალი მისი იქიდან თავის დაღწევა? ან როგორ უნდა ქნას?

    ის ყველა დღეს, ცახცახით ჩემთან ერთად იღვიძებს, ჭამს და სეირნობს გართ სხვებთან, მოდის, სახლს წვება და ფიქრობს, ის განუყოფელ ნაწილად მიმიჩნევს, არადა ვიცი, როგორ ძალუძს გამომეგლიჯოს კანიდან და გამოხტეს გარეთ, სადაც უსაზღვრო თავისუფლება ბუდებს, მას უნდა რომ იქ დამწიფებული, ჩემს სხეულში, გარეთ აყვავდეს, და რადგანაც ვერ ახერხებს ჩემიდან გამოძიკვას იწყებს ლპობას.

     ლპება ნელ ნელი ნაბიჯებით, გულის რევის შეგგრძნებით იტანჯება, იქ ყოფნა უძნელდება და თავს იკლავს, უნდა რომ ვიღაცამ დაინახოს და შეამჩნიოს, უნდა დაეხმაროს და გამოიყვანოს, დახმარებას ითხოვს და მე გვიან ვამჩნევ რომ ოდესმე მელაპარაკებოდა, მთხოვდა რომ გამეშვა და ამეორთქლებინა ისე თითქოს არც არასდროს ყოფილა ჩემში, 

      ობდება, ღრწნას იწყებს, სუნი გარეთ გამოდის, ედება ხალხს, მახრჩობს და მგუდავს, უჰაერობა მეხვევა, თითქოს ყველა ადგილი მეპატარავება, მღრნისს და მჭამს, ის კი კვლავ ჩემს შიგნით ბუდობს, დაძველებული, დაობებული და გაღრწნილი, იცის რომ არაფერი არ ეშველება, მაგრამ მე.

მაგრამ მე მცდელობებით გარედან ვცდილობ გადავარჩინო, ვუშველო, იქნებ და გაცოცხლდეს, აღსდგეს, ის უკვე დავკარგე?
      ყოველ დილით, როცა თვალს ვახელ და დაწოლისას ფიქრით სავსეს, მხოლოდ ის იყო ჩემი - იმედი.

იმედი, რომელიც მოკვდა, მაგრამ ის დაემსგავსა გარე ორსულობას და ჩემგან წავიდა, არანაირი გასაქანი არ დამიტოვა რომ იმედი ჩემში დიდიხნით იქნებოდა კვლავ კიდევ.
       ახლა კი მოკვდა, მაგრამ მე ვფიქრობ, ის მე მოვკალი, საერთოდ იმედს იმის გამო ვისახავთ სხეულში რომ ვიცხოვროთ და გადავრჩეთ, არაფრის იმედად კაცი კვდება, ის კი ჩემს გადასარჩენად ჩავრგე ჩემს გულში, მე კი გადავრჩი, მაგრამ ის იმედი რა იქნა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი