სამყაროს ფარსი


რაღაც უბედურების ზარმა ჩამოკრა ამ დილას, გავიღვიძე თუ არა, ყურებში სისტემატურად ზარის ხმა გონებას მიხშობდა, ტანში მცრიდა და ოფლი მასხამდა, ვერ გავიგე, ცივი ვიყავი თუ თბილი, ან საერთოდ ამ სამყაროში თუ გავიღვიძე თუ უბრალოდ რეალობა დავინახე.
თითქოს ჩემს სხეულში მე არ ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი და ვერც ვლაპარაკობდი, ჩემი ოთახი თითქოს ისეთივე იყო, როგორიც - ადრე, მაგრამ მე რა მჭირდა?
ყოველთვის, ჩემში, ღრმაად იყო, ქვეცნობიერში, რომ ეს სამყარო ილუზიაა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავებს ვატყუებთ, რომ რეალობაა, იმას ვხედავთ, რაც ძალიან მოგვწონს ან გვიყვარს, რომ გადავრჩეთ, თავისთავად. 
ამ დღემ კი ზუსტად ჩემი ქვეცნობიერის სახე მიიღო, ოთახიც და გარემოც იგივენაირი იყო, მაგრამ არა მე. მე რაღცანიარად გადაქცეული ვიყავი მატლად, მხოლოდ და მხოლოდ ცოცვა შემეძლო, საწოლიდან კარებამდე და კარებიდან საწოლამდე, ჩემი გონება გაყინულ ქათამს დაემსგავსა მაცივარში რომ ინახავენ და გრძნობები, რომლებიც ასე გვმართავენ ჩვენ, ყველას, სადღაც მომლოდინე რეჟიმში იყო ჩარჩენილი. ვერ გავიხსენე, ბოლოს როდის ვიყავი კარგად ან ნამდვილად კარგად, მატლად ყოფნა ჩემს ქვეცნობიერში რამდენი ხანი იყო დამალული, ჩემი ფიქრები თუ ფაქტები, ჩემი სურვილები მატლამდე როგორ დაეცა, ესეც ვიფიქრე.
ყოველთვის, როცა რაღაცა ხდებოდა, ფრთოსანი ჩიტი ვიყავი, გამარჯვებული, სულ, გამუდმებით ფრენა შემეძლო, არა დაცემა, არამედ ფრენა, ახლა კი - ცოცვა.
ამ ზარმა დილით, რომელსაც უბედურების ხმა ჰქონდა,შემახსენა, რამდენი რამ იყო ჩემში ჩამალული, ამ სამყაროში გაუმხელელი, დამალული აზრები და ქმედებები.
როცა ერთ დღეს მატლად იგრძნობ თავს და როცა ილუზია მორჩება, ალბათ, მაშინ დაიწყება შენი გარდაქმნა მატლიდან - ადამიანობამდე.
დიდი ხანი, როცა ხმას არ იღებ და ჩუმად, მაგრამ ბევრი რამის გადაყლაპვით დაიღლები, როცა მიხვდები, რომ კარგი კი არ უნდოდათ, არამედ გატკინეს, როცა შენი დამალული ტრაგედიები ფარდას ახდის ამ დღეს და როცა შენი საყვარელი ადამიანებიც კი რეალურ სახეს მიიღებენ, მაშინ იქცევი მატლად.
იმ დღის მერე, როცა მატლად ვიქეცი, სამყარო ჩვეულებრივი, მოსაწყენი, ტრაგედიებით სავსე და პრობლემური ხასიათის სახედ დამიდგა, აქამდე კი ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ რეალობის ფარსს.
მატლად ყოფნის პერიოდში მივხვდი, რამდენ ადამიანს არ შეუძლია გაუძლოს ჩემს ამ მხარეს, ვერ შეგუებით და ძალდატანებით ცდილობენ ჩემს დაღწევას ამ მატლისგან, ცდილობენ გამომათრიონ, დამაბრუნონ წარსულის კიდეზე, იმავენაირი ფრთებით ბრძოლის ველზე და სისხლიან ომებში მითრევენ.
ხანდახან გააზრებით, რომ უბრალოდ ხარ, არა ადამიანი, არა ცხოველი, არა ფრინველი, არა ძლიერი ან სუსტი, არა კეთილი ან ბოროტი, არამედ უბრალოდ შენ ხარ და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მუდმივად, ხარ თუ არა შენ, ის ვინც გგონია რომ ხარ?
ამ სამყაროში, სადაც ათასობით რამ ხდება, ჩვენ, რომელშიც, ალბათ, ათიათასობით აზრი გვიჩნდება, აზროვნებით, სადღაც ღრმად მივდივართ და სწვდება გონება, სადაც გგვგონია, რომ რაც ვიცით, ასეა, რეალურად ილუზიურ სამაყროს წარმოადგენს.
შეიძლება, ჩემი ილუზია დღეს მატლად ყოფნაა, მაგრამ ეს ილუზია ჩემში ახლა ყველაზე ნამდვილი რამ არის, რაც ოდესმე, ალბათ, მიგვრძვნია.
იმ დილით უბედურების ზარმა რომ გამაღვიძა, მივხვდი, არა, ვერ მივხვდი: სად ვარ? როგორ ვარ? რატომ ვარ? ვისთან ვარ? მე ვინ ვარ?  ეს სამყარო რა არის?
თუ ოდესმე ჩავწვდები, ამ ილუზიას ფარდას ჩამოვგლეჯ და მწარე რეალობას დავინახავ, საიდანაც, ალბათ, კმაყოფილი არ დავბრუნდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი