ნათელი წერტილების,მარადიული მოგონება


ყოველ დილას სხვადასხვანაირი ვიღვიძებ, თითქოს ჩემში რაიმე კვდება ან იბადება, ხანდახან მგონია ვეღარ ავიტან ამ ყველაფერს გაქცევა მინდება, მეშინია და ვჩუმდები ხანაც პირზე მაკერია რომ გადავიტან, ეს სამყარო მეცოტავება ჩემთვის, ვერვგრძნობ რომ ამ სამყაროში ჩემი ადგილიაა საერთოდ, ჩემი ლაპარაკი არავის არ მოსწონს არც ის რომ სხვანაირი ვარ ალბათ ამაშია მთელი არსი, მინდოდა სულ ვინმეს ვყვარებოდი, ვ ი ნ მ ე ს მაგრამ ამ ვინმესში კონკრეტულ ადამიანს არ ვგულისხმობდი, სულ იმის შიში მქონდა ახლაც რომ მიმატოვებენ, გულში ყველაფრის ჩადება მახასიათებს მაგრამ დღეს გადავწყვიტე ყველაფერი გულიდან გამოუშვა და გავთავისუფლდე არ შემეშიდეს იმის თქმის რაც სინამდვილეში ვარ მე, მე ანი ვარ ანი ბერძნულად ღვთის საჩუქარს ნიშნავს მაგრამ ამას ჩემსთავზე ნამდვილად არ ვიტყოდი, მე უბრალოდ მე ვარ, გულჩათხრობილი დამალული და სიყვარულით სავსე პიროვნება, ჩემში სიყვარულის მარცვალი როგორ დაითესა არვიცი რადგან სიყვარულს ბავშობიდან ვერ ვგრძნობბდი, მაგრამ ყველაზე რთული ასატანია როცა იცი ზედმეტი ხარ ამ სამყაროსთვის, ყოველთვის ვფიქრობდი ამ პატარა ბავშვმა რა დავაშავე რომ ასეთი ბედი მქონდა რომ არავის ვუყვარდი, რეალურად ყველაფერი მქონდა სიყვარულის გარდა, მხოლოდ ამას დავდევდი, თითქოს 100წლის ვიყო ისე ვსაუბრობ ჩემი აზრით კიდეც დავბერდი, მინდა რომ უბრალოდ ბედნიერი ადამიანი ვიყო ამ ცხოვრებაში იმით დავტკბე რითიც ვერ დავტკბი ჯერ,ყველაფერი გავაკეთო თუნდაც დავაშაო, თუ ამით ბედნიერებას ჩემსთავს მივანიჭებ,ჩვენ არვართ დღეების ღირსი მხოლოდ მომენტების ეს სიტყვები მომეწონა ერთ ფილმში გავიგონე, გუშინდელის აქეთ ჩემს თავს ამაას ვუმეორებ იქნებ უბრალოდ უნდა ვიცხოვრო და ის მომენტები შევიგრძნო და შევიყვარო რომელიც ამ ცხოვრებისგან მე შევქმენი და შევქმნი კიდეც, წუწუნის ოსტატი ვარ სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ ხალხი ყოველთვის მაკრიტიმებს ამის გამო, და კიდევ გეტყვით მე ანი ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი