ნათელი წერტილების მარადიული მოგონება
დღეს დილას გაღვიძებისას რაღაც აუტანელი ვიგრძენი გულში, ამაფორიაქა, აუტანლად მომედო მთელ ტანში და ვერ ვიშორებდი, თავში ხმებს, გულში ტკივილებს, ჩემი ცხოვრება რაღაც ერთ დღეს ჰგავს,ამას მაშინ მივხვდი როცა დავფიქრდი რომ ამ 16წლის ასაკში თითქმის არაფერი დამრჩენოდა ისეთი რამ რასაც სიხარულით გავიხსენებდი და გამაბედნიერებდა, მივხვდი რომ ფუჭად ჩაუვლია ყოველ წელს, ის გაზაფხული,ზაფხული, შემოდგომა და ზამთარიც კი ერთნაირი, ერთ მოსაწყენ ფერებში ყოფილა, თითქოს სცენაზე ვდგავარ და სცენარით ვთამაშობ ყოველ დღეს, საშინელება იყო ამის წარმოდგენა ჩემს გონებაში, ზოგადად რთულია რეალობას თვალი გაუსწორო, მაგრამ რაღაც კარგიცაა ამაში, ყველაზე უჩვეულო გრძნობა იყო იმ დღეს როცა მივხვდი რომ თითქოს ის 16წელი არაფერი ყოფილა , და მეც არავინ ვყოფილვარ, რატომ არ გავაკეთე ის რაც ასე ძალიან მინდოდა რატომ არ მყავნან ადამიანები ახლა გვერდით წარსულიდან, რატომ ვარ მარტოსული ხესავით მარტო, ზოგჯერ ამდენი ფიქრი ადამიანს ვნებს, მაგრამ ყველაზე სავდიანო ფიქრები ის იყო რომ არ შეგიძლია რომ შენისით გადაწყვიტო რაღაცები მაინც, შენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სცენაზე ხარ და სცენარით დაზეპირებული ტექსტს ლაპარაკობ და აკეთებ, და თითქმის არავის აინტერესებს შენი გრძნობები, უარყოფილი ხდები, როცა პერსონაჟი ხდები ამ სამყაროში შენი გრძნობებიც არავის აინტერესებს რას გრძნობ, რას განიცდი, თუ ტკივილებად იცლები ან კვდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი