მახინჯი პაემანი.


უმზეო დღე იყო, ქარი უბერავდა და აშრიალებდა ჩემს ნახევრად შეკრულ თმას,რომელიც არასდროს დავარცხნილი არ არის, ცაში ვიხედებოდი,  მინოდა მზე დამენახა, ვეძებდი თვალებით და იმედებს ვამყარებდი, რომ  ჯერ ძალიან ადრე იყო მზისთვის,

ხელები სრულიად შიშველი და ცივი მქონდა, ცხვირი ოდნავ შეწითლებული,მუხლები მიკანკალებდა და ამ ყველაფერს უმზეო დღეს, როცა ქარი უბერავდა მას ვაბრალებდი, არადა ყოველთვის ასე ხდება,ახალი პაემანი და უმზეო დღე,

მზე კი არა ჩანს, მაგრამ იმედი გულში ნავარდობს და ფიქრობს ეს დღე მაინც იქნება რამით გამორჩეული.ყოველი წასვლისას ვიცოდი რომ არაფერი არ გამოვიდოდა,განა იმიტომ რომ მე არ ვიყავი საკმარისად კარგი ან მისთვის საკმარისი,არამედ ვგრძნობდი რომ თავად უმზეო დღე ვიყავი,

არ მქონდა სურვილი, მაგრამ თავს ვაიძულებდი, თუნდაც დამეჯერებინა მზეზე, რომ ოდესღაც ჩემი უმზეო დღე მზეს მართლაა გაენათებინა, არდა წესით მათ მიმართ სიძულვილს ვგრძნობდი, მაბრააზებდა ყველა არსი და მოგონება, შეხება როცა მუხლზე ხელს უეცრად მიცურებდა ,ან თუნდაც ჩემს ტუჩებს გამუდმებით აკვირდებოდა,

 მხოლოდ იმიტომ იყვნენ აღტაცებულნი რომ შიოდათ,რა საშინელეებაა, როცა ეს ყველაფერი სახეზე აწერიათ ან თუნდაც ამას პირდაპირ გეუბნებიან და ხედავ, ისმენ და განიცდი,იყო გზა, როცა ვიფიქრე მათნაირი გავხდებოდი,მაგრამ ამაშიც ვერ ვიპოვე ხიბლი, ან რა ხიბლი დევს საერთოდ ამაში, სხვას რომ ვიწვევ, თავს აწონებ და ქრები ან ისე ანადგურებ თითქოს აორთქლდაო,

 საქმე იმაშია რომ ჩვენ ამას ვუშვებთ,ვუშვებთ რომ საქონლებივით მოგვექცნენ, შეგვჭამონ ან სუ მთლიანად გაგატყაონ,შენ როცა იღვიძებ და თითქოს ახალ ფურცელს შლი, დგება დღე , როცა უმზეო იქნება და წახვალ მახინჯ პაემანზე, არა მარტო პაემანზე, პაემნებზე, შენ გეცოდინება რა როგორ მოხდება და მაინც ამჯობინებ თავი ვინმეს გაუნაწილო, მხოლოდ იმიტომ რომ ასე იაზრებ შენი არსებობის ფაქტს.

გტკივა, მაგრამ ხვდები,რომ მახინჯია თითოეული ადამიანი, რომელიც ხორციელით ისე იკვებება, სულიერი ფეხებზე კიდია,კიდია გრძნობები, რადგან მასაც ატკინეს, და რა ამაზრზენად ცდილობს რომ ეს ცარიელი სივრცე შენით ამოავსოსს და შენც როგორ თამამად აძლევ ამის საშვალებას,შენ მას ყოველ ჯერზე უმტკიცებ იმას, რომ როცა მოუნდება საქონელივით მოგექცევა და შეექცევა შენს ნადავლს, ისე რომ თვალებსაც არ დაახამხამებს,შეგჭამს ბოლომდე, ძვლებსაც კი არ დატოვებს შენგან.

ყოველთვის აირჩევ ამ უმზეო დღეს, რადგან არ იცი მზე როგორც ანათებს.......

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი