ზამთრის ყვავილი
აზრს მოკლებული გულუპრყვილობა, ტანზე მოხეთქილ ვნებებზე ზრუნვა,ფანჯარაში კვლავ შენი ანარეკლის ძებნა, თავს დამტყდარი უხერხემლობა,გაციებულზე ჩაის ნაცვლად შენი ხელწერა, კვლავ ამ ახალი წლის საუკეთესო თავვსატეხვა. მე ვმარრტოობ, რომ ვიყო კარგად, ელვების თავსხმა არ მაიძულებს დაგთმო და ათასჯერ თავიდან ვეცდები გამოგძერწო, არ გავშლი შენს ფერფლს ყველასთან,დაგმალავ ყველა ახალ წელს, ძველლ წელს და ამ დღესაც ,მუსიკის ღრმა სივრცეში ჩაგმალავ. მე ვემზადები, მოხდენილ კაბას ვიცვამ, მხრებზე ოდნავ მოტიტვლებული, ჩემს კისერს ხომ ასე ძალიანნ ეტრფი და ღელავ, გაციებული, აწითლებული ცხვირით და აარაშემდგარი ნაძვისძის ფონზე, ასე უტიფრად გიწერ სახსოვარს. შენი მოამბე, ეზოს ყაყაჩო,შენი ანუკი.ამ ცივ ზამთარში უკვე მარტო ვართ, ვგრძნობ რომ გაგვათბობს ერთმანეთზე ფიქრი გადაუღლელი,ან თუნდაც ის დიდი კაშნი, თბილად რომ მღერის ჩვენს კისერს რომ ამშვენებს იცი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი