ქარი ვარ.
არ ვარ ქარი, რომელსაც მოსდევს თბილი ნიავი, ის არ გათბობს, არ გიბერავს ზაფხულის სიცხეში,არამედ გხუთავს და ბობოქრობს საშინელ ამინდში, მაგრამ გჭირდება ის ცხოვრების ყველა ეტაპში, უბერავს მხოლოდ თავის ნებაზე, ის ხელის დაქნევით არ მიდის, შენს ფიქრებში არასდროს იქნება დალაგებული, რადგან ქარია, რადგან მისია ქაოსსი, ქარს მოაქვს ყველა ვნება, რომელიც ტანზე გეკრობა ათასი, მას მიაქვს, რაც მოაქვს შენთვის შესაფერისი, და გეშინია,მალავ გიჟივით, არამხელ ამას, შენში რომ იბუდებს და ტალღებივით გასკდება ქარის ხმა, ყურებში უცბად გიწუის, ტუჩებზე გეხება, თმების ტალღებში გაგივლის,შემოგეხვევა თითქოს ენატრები, შენ მას ვერ იტან, ბობოქრობს,ბზუის,ანგრევს მთელ გალაქტიკას, სადამდეც მიუვა ძალები,გგონია მშვიდი შეუსაფარი, მან სახლის გარეშე იცხოვრა წლები, შენ გეშინია მისი ძალის, რომ ქაოსის ხვედრი გახდები, შენ მისით სუნთქავ, მაგრამ შეშვებით ვეღარ ეშვები, ვერ იტან,ვერც იტევს შენი გულგრილი სული, ზიზღი გულს გირევს, ახლოს გყავს ვეღარ იშორებ,რადგან ქარია ყველგან გეკრობა,ვერ დაემალები, რადგან ყველგან ვარ,რადგან ქაოსი მომდის,შენი ვარ, შენს გვერდით ვკვდები, და ქარი მუდამ თბილი კი არ ქრის, ბობოქარ ამინდებს ელოდე, ხალხი მაშინ რომ გარბის,მე კი ამ ქაოსში შენთან ერთად ვრჩები. თუ კი მოგენატრები შეეხები ქარს, რომელიც ჩემგან დაგრჩება, ჩემი სახელით. სითბოს დროს ნიავად წამოვალ სახეს მოვედები, სიცივისას კი სითბოს მოგასხივებ, რომ გაგითბო თვალები, შენს გვერდით არა ვარ, მაგრამ ქარები მუდამ გეძახიან ჩემს მაგივრად ყურებში, ბაგეებს ეხებიან, ხელებზე გივლიან ჟრუანტელი, და შენს თმებს შორიდან გავუვლი ნიავით,ქარებს გამოვატან შენთან კოცნების ჟრუანტელს, ხომ გესმის…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი