კოშმარი
მოქმედი პირი ("კასაროსი" - სუფთა) ვხედავ და ვგრძნობ, როგორ იცვლება ჩემი სუნი მის კანზე, მშრალად გადადის და ეკრობა ტანზე, ვგრძნობ როგორ ივსება ჩემში ადგილი სხვებზე ფიქრებით,ტანჯვით, ღელვით,მარტოობით. ჩემში ათასობით ადამიანი ინახება და ბუდობს, მათი შეხების დეტალები, სიტყვები და კანონები მოწეპებული მაქვს ორგანოებივით, ვერ ვიშორებ შიგნეულობას მილპობენ და მანადგურებენ. ღამით კოშმარებს ვხედავ და ვტირი, ახლო მახლო არავინაა და მგონია, მარტოობისას უკეთ ვარ, როცა ყვირილი მინდა ან საუბარი მათ მიმართ, ასეთი პასუხებით მხვდებიან: მერე რაა გაგივლის,დროს მიენდე,ვისარ ქონია ასეთი პერიოდი. ძარღვებზე სისხლი მიჭერს, როცა მესმის რომ საერთოდ არ ესმით ჩემი, შეშლილი ვგონივარ ხალხს ვინც კი მისმენს,და თუ კი არ ვტყუი ჩემ სულის ტკივილს და ასე ძალიან განვიცდი, ასეთი დაუჯერებელი რატომღა გახდა ახლა ეს ტკივილი? მარტო ყოფნით გვგონია ვირიყავთ თავს სხვებისგან, მაგრამ ეს გვჭირდება, იმისთვის რომ განვიცადოთ ,ვიყოთ ამაღლებულები, მარტოხელები, თავისუფლები იმ მცნებებთან, რომლებსაც ისინი კი არა თავად ჩვენ ვქადაგებთ, ღირებული ტკივილების დაფასებით, მათი გადაფასებით ვხვდებით რომ ამ სამყაროს ნაწილი ვართ,არა ცალკეული ჯგუფი თუ მასა უბრალოდ ჩვენ. როცა ვიძინებ და მეტამორფოზას გავდივარ, ძილში კი კოშმარები მესხმიან თავს, დაძინებისას კი ვატყუებ ჩემს თავს, ვშფოთავ და განვიცდი ყველა არსსს, კოშმარების ნახვისას შიშით იღვიძებ, შემდეგ გივლის მთელ ტანში, გედება მომწამვლელი ბალახივით, გფარავს და გაპატარავებს, გიძვრება სულის დეტალებში, გონებაში, სადღაც სადაც ყველაზე უძლური ხარ და გირტყავს ზუსტად იქ, ამ ყველაფერს განიცდი ან არაფერს. და სააბოლოო ჯამში ხვდები მარტო ხარ ძილშიც, ძილის გარეთაც და უღელშიც, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაგიცვს იმ კოშმარებისგან, იმ არეულობებისგან, რომელიც შენშია ასობით, ათასობით, მილიონობით, რადგან თავად შენ ქმნი ამ კოშმარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი