წყვდიადი


ნამეტანია ეს უძილობა, ვეღარ ვისვენი,
ჩვენში სიმხდალის უსუსურობა, მიძახის,
ცაში ათასჯერ ნეტარებისას, დავეცი,
გონი უძლური ვერას იგონებს, ნუ ებრძვი,

სუსხიან წამთარს ვეღარ გვიგორებს,
მცდელობა- დევის პოზიციაში გვაგდებს,
აღარც ელვა ჭრის ცაზე, მზე შემოსილი 
სიცარიელით გვაბნევს,ნარკომანს ფრთებს,

ლოთებს ჭიქებს უვსებს,მლიქვნელებს 
ფრთებს პარავს და ჩვენ გვანუგეშებს,
ცაზე ფეთქდება აპოკალიფსი, ზღვებს კი მარილს აცლის,
თხუნელებს გზას უკვლევს, ცოდვებს არ გვიმხელს,

სიკვდილს უდარით გამოასარჩლებს,
წაიღებს გონს, სიბერეს მოგვპარვის,
კანში შიგნიდან ჩაგვისახლდება და გამოგვღრნის,
ჯანსაღებს ბედს უცბად დაუნგრევს,

წვეთებით აგვავსებს, არაფერს გვიმატებს,
პირიქით გვაკლებს და უცბათ გვაცარიელებს,
გვაკლებს და მორევში, შავი დღის ფონზე
შავ ბნელ ღამეში თავდასხმას იწყებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი