ნათელი წერტილების,მარადიული მოგონება
გამარჯობა უბრალოდ არვიცი როგორ დავიწყო აზრების მოკრება არ გამომდის და უბრალოდ ვამბოობ იმას რასაც ვგრძნობ ზოგიც გაიკვირვებს მაგრამ მოხეტიალე მუსიკოსს ვგავარ თავისთვისს ქუჩა ქუჩა რომ ღიღინებს,რაკარგი შედარება მოვიყვანე არაა?! გაიცინებთ მაგრამ არვარ ის ვინც უსამართლობაზე გაჩუმდება და ხმას არ ამოიღებს მე ალბათ ძლიერი ვარ იმისდა მიუხედავად რაც გადავიტანე იმდენ რამეს ვებღაუჭე ცხოვრებაში რომ ჩემი თავი არ დამეკარგა და გადამერჩინა, ალბათ ეს სიტყვებიც არ არის საკმარისი,ვერ ვიტყვი ესე უბრალოდდ ვერ დავატევ სათქმელს ჩემი სულის ტკივილები რომ დამეტიოს და ვთქვა, ზოგსს ბავში ვგონივარ არანაირი პრობლემებით და უდარდელობით ლაღი და უბრალოდ ანი, მე კი სხვა ადამიანი ვარ არანაირი ღიმილი ჩემს სახეზე ნამდვილი არ არის უბრალოდ მინდა ის ბედნიერება სხვებსს მივცე რომელიც მე არგამაჩნია, ცინიკოსად ვიქეცი ალბათ, როცა მარტო ვრჩები არვიცი რავხდები ჩემი თავიდან ზოგჯერ გაქცევა მინდება, ყველაფერი აუტანლად მეჩვენება მგონია რომ ვეღარაფერს ვიტევ გულში ხმამაღლა ტირილი მინდება კივილი თავზარდამცემი, მაგრამ ვჩუმდები ვიღიმი და ალბათ ასე გადისს წუთებიც,ბავრვს ვფიქრობბ როგორი ვიქნები მომავალში ან სიბერეში, ვიპოვი თუ არა ბედნიერებას როდისმე ან ჩემსთავს? მიტაცებს ჩიტები მცენარეები ღრუბლები ძაღლები და მოხუცები გაჭაღარავებული თმარომ აქვთ, არავის მოსწონს ის რაც მე,ცაში უაზროდ არავინ იხედება და ხეებს მაღლა არავინ აშტერდება! დედაჩემი სულ იმას მეუბნება რომ უცნაური ვარ, მინდება რომ უბრალოდ მე მე ვიყო მაგრამ ადამიანები ამის გამო ისე საშინლად იქცევიან ცინიკურად, აგდებულად რომ სურვილიც კი აღარ გამაჩნია, მთავარი აზრი კი ცხოვრებაში ის დევს რომ შეეწინააღმდეგო თუნდაც იმიტომ რომ შენი აზრი და თავისებურება არ დაკარგო!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი