დილით ქაოსი
დილით ქაოსის სუნი მცემს,საღამოს ვერ გადავურჩები, ჩემთან მოდიხარ და მეკითხები რატომ ყვავიან ატმები, გაზაფხულობით ჩვენს სულებს ასდით სუნი მაისის, ფიქრში გახვეული გრძნობების კორეანტელი, თავს მატყდება ვეღარ ვუცდი, გავურბი, თითქოს რამეს ვემალები, ჩრდილში ვიკარგები, გაზაფხულობით ხეებიც იყვავებს, ბაღებსაც ექნებათ ნაყოფი, შენ კი ჩემთან არასდროს აღარ იქნები, ხეები ყვავილობენ, მწიფდება ნაყოფი, ნისლია ქაოსში, ჩვენ კი ყველას ერთმანეთში ვემალებით, დასრულდეს ღამე და მერე მე ვიცი, ერთი სული მაქვს გავიდეს მაისი, მე ვიბადები და ვკვდები მაისში, ეს თვე ჩვენში ყველა იმედს მტვრად გადააქცევს, დაკარგული თვე, დილით ქაოსის სუნი მცემს, საღამოს ჩემო ვერ გადავურჩები, არც სილამაზეს მივნატრი,არც ჭკნობის სუნი არ ამდის, შენ კი ჰაერივით ხელიდან მეცლები, დასანანია სტროფებში სიყვარულს რომ გიხსნი, დღეს ვეღარ ავდგები,ვიცი რომ წავალ დაგენანები, მე შენში გაზაფხულის ყვავილივით გავიფურჩქნები, და ვარდობის თვეს შენში ფრთებს გავშლი, ნუ ავადდები ჩემს თავს ვეუბნები, სიყვარული კი ჰაერში მებრძვის, ჩვენ დავიწყებას ისტორია თუ წაშლის, მოძველებისას შენს სახეს დავხატავ ტილოს ზვირთებში, მომენატრები ალბათ ათასჯერ, გულს გაგიწყალებს ჩემი ამბოხი, რომ სიყვარული თესე და მე ვერ მოვრწყე ჩემივე შედეგი. ხოლო ამიტომ, დილით ქაოსის სუნი მცემს, საღამოს ჩემო ვერ გადავურჩები, და ამიტომაც ჩემი სიტყვებით გულში დაგფატრავს, თანაც დაგცვარავს, შენ დადუმდები, მე კი ყოველთვის ქაოსში ჩავიძირები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი