სატრფოს ბუნება


მე მეშინია ყინვისას გაგათბო, შენი არეული აზრები რომ წავიკითხო, შეგხვდე ყოველდღე და მოგეფერო, გაგიღიმო და სული გაგითბო, მე მეშინია თავის დაკარგვის, თავს რომ ვაბიჯებ და სიყვარულს გიხსნი, შენზე ოცნება და შეყვარება სატრფოს ბუნებას ძირს უთხრის, მე მეშინია რომ წაგიმღერო და სიცილის დროს შემოგხედო, მეშინია კიდევ ფიქრების, რომ მოვწყდები და გადავეშვები შენს ოცნებებში, სიკვდილთაგან რომ წამოგყვები, ფიცს დავდებ და მეყვარები, შევხედავთ ერთმანეთს და პაემნებზე რომ ვივლით, გარდაუვალი კამათისას რომ შენს ბაგეს შევეხები, მეშინია შენი პოვნის და შემდეგ დაკარგვის შიშის, იმის რომ ჩემს ჯიუტ ხასიათს დამირბილებ შენი ნაკვთებით,მეშინია შენი სურნელით რომ გავიჟღინთები და უსიკვდილოდ ამოსუნთქვისას გამახსენდები,ჩემი მოლანდება გახდები, მე გაბზარული შენს ხელებში გადავკეთდები, მეშინია რომ ძილის დროს ჩაგეხუტები და სასეირნოდ ტკბილ სიზმრებში ერთად გავქანდებით, სრულიად გიჟივით შევძლებ შენს პოვნას, სულს გაგიწყალლებ ჩემი ფიქრებით, წიგნს წაგიკითხავ, შექსპირის პიესებს და თავს მოგაწყენ მუსიკის ჰანგებით, მე მეშინია შენს სულში რომ ბინა დავიდო, და ლაპარაკის ნაცვლად თვალებში ჩაგხედო, მე მეშინია, მაგრამ ვყვავილობ, შიში ვერ შემჭამს, მაინც გაგათბობ…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი