იარსებე, დამიწდი, აყვავდი და იქეცი ყვავილად.


ძილის წინ, როცა თვალებს ხუჭავ და საკუთარ გონებას ატყუებ რომ ვითომ გძინავს, მოგვწონს და წარომოვიდგინენთ ათას უაზრო ფიქრს თუ პროცეს,შეიძლება ყოველთვის ერთ თემას ვუკეთებს ინტერპრეტაციას და მრავალფეროვანი ხდება ეს ყოველივე. ხო, მე როცა გუშინ ბალიშზე თავი დავაცურე და თვალები დავხუჭე, როცა საკუთარ გონებას მოვატყუე რომ მეძინა, სანამ ჩავიჩინებდი რამოდენიმე წუთით ადრე ალბათ,წარმოვიდგინე როგორ ვწერ, როგორ ვალაგებ წერის დაწყებისთვის პროლოგის ტექსტს, ტანში მეღვრებოდა სიტყვების მთელი კორეანტელი,არც დაუსრულებელ ურთიერთობებს განვიხილავდი და არც წარსულის ღრმა შეცდომებს,ხაზს ვუსვამდი იმას რომ ვარსებობ და ამის უფლება მაქვს. წარმოვიდგინე როგორ არ მაქვს სახელი და პროლოგის წერისას დავიწყე ტექსტით: ,,ბლა ბლა ბლა, როგორც გვჩვევია,ალბათ უნდა მოგაწოდოთ ამ წიგნზე მწირე ინფორმაცია, რომ უფრო შემთრევი და დაუვიწყარი გავხადო თქვენი წინაპირობა ამ წიგნის დაწყებისას,მე ამას არ ვიზამ და რატომ? არ აქვს აზრი,რადგან წიგნის დამთავრებისას არ გაგახსენდებათ არცეთი სიტყვა, რომელიც პროლოგში ეწერა, ვერ იქნება ის ისეთი საინტერესო, როგორც ბოლო გემრიელად გამომცხვარი სულთან მისული სიტკბოობა, როგორც ბოლოში გასული სიამოვნების ალერსი. როცა ახალ ურთიერთობას იწყებ და ბოლოში გაგყავს, თუნდაც კარგად ასრულებ მას, არ მგონია რომ წარსულის პირველ ფურცელს იხსენებ იმისთვის რომ დაგჭირდეს რაიმე მისგან, თუნდაც ერთი სიტყვა ან ქცევა მაინც,რადგან შენთვის ის არის ძვირფასი და გონებისთვის დაუვიწყარი რაც იმ მომენტში ხდება.ამიტომ პროლოგი მართლაც რომ ბლა ბლა ბლაა სიტყვებია, რომელიც ვერაფრისმომცემი იქნება თქვენთვის.” ეს იყო პროლოგი, რომელიც ჩემს გონებაში მარად დარჩება, ძილის წინ, შემოღამებისას, მარტო ყოფნისას, მხოლოდ ჩვენ თავთან ვართ მართალი.არც მასკა გვიშლის ხელს და არც მონაცისფრო ფერები გვეხვევა თავს, პროლოგი ჩვენი არის დაბადებისას და იქაც კი ტყუიან, რადგან არ არსებობს ის დებულება თუ რა ვართ ჩვენ,ან ვინ ვართ ან როგორები, გამუდმებული ჟინი აქვთ ხალხს რომ ის არსებობდეს, ანუ დასაწყისის შინაარსი შენი - ანუ პროლოგი. არ მივეკუთვნებით მას,არც კი წერია არსად ეს ყველაფერი და ზუსტად ამ შესავლით აღვიქვათ ეს - ბლა ბლა ბლა.რადგან თავის მოტყუება არ გვჭირდება, მცნებები და წესები ჩვენ არ ვართ,არც ის შეცდომები და იარლიყები, რასაც ჩვენს მიმართ ისვრიან ქედმაღლურად, მაგრამ ამაზრზენად.განვისაზღვრებით მხოლოდ იმით თუ ახლა რას ვაკეთებთ,შეიძლება ამითაც არა. ახლა ვფიქრობდი, არა დიდიხანია ვფიქრობდი და ვბრაზდებოდი, სახელის გამო რამდენ რაღაცას ვანადგურებთ მეთქი,დიდების გამო, რწმენის გამო,იმის გამო რომ რაღაც ვიყოთ, ამ დაუსრულებელი სურვილების გამო კი გვავიწყდება რომ არაფერი არ გვჭირდება ამისთვის რომ გავაკეთოთ, იმიტომ რომ გვაქვს უკვე სახელი,და ზუსტად ამ სეხელის ძიებისას და მოპოვებისას ვკარგავთ ჩვენს რეალურ სახელს,რომელიც  დიდებაზე და წარმომადგენლობაზე მეტია,ყველაზე ძვირფასი და სათნო.არადა როგორი ცხვოველები ვრჩებით ამ პერიოდში, თითქოს მხოლოდ ინსტიქტები განგვსაზღვრავენ, არ შეიძლება იყო ცხვოველი, რადგან ადამიანად იქმენი. დაუსრულებელი შრომაც კი იმის მიმანიშნებელია რომ სამყაროსთვის რაიმეს წარმოვადგენდეთ,კმარა. მხოლოდ შენი ღირებულებების გამო და სიკეთის გამო იშრომე, რადგან ხარ უკვე ადამიანი,ამაზე მეტი ძალაუფლება სხვა რამეში ვერ იქნება, ვერ იპოვნი, უკვე გაქვს,ნუ უქმნი შენს თავს პროლოგს,იარსებე, დამიწდი, აყვავდი და იქეცი ყვავილად. ეს ისეთი ლამაზია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი