მთვარეობისას


მთვარეობისას

ღამეა და ჩამობნელდა ისევ უეცრად გელი, ზარი ტელეფონზე საერთოდ არ გაისმის, გაისად შენი ხმა დამავიწყდება და ამიტომ ვტირი, დღეს სულაც არ მოხვალ, არც ხვალისას არ ველი, შენი გაშვებით მტვერე უცბად რომ მიდის, 

შემოღამდება ალბათ დავლევ ვოტკას ან რამეს, სიმარტოვის კედლებს ავაშენებ და ვიქნები მთვარე, დავიკარგებიი მკვდარ მოგონებებში, სუნთქვას გამოვაცლი დაორთქლილ ღამეს,

 არც ვმალავ შიშებს ტანზე რომ დამდევს, არ ვხატავ ზღაპრებს, შენს თვალებს, ღამე მიწუის ყურებში, ქაოსსში, აბობოქრებულ ხმაურში,მიწის ზევით კი ვინც ცხოვრობს ვერ ვუხსნი, რომ ღამე თუნდაც მარტივი არის.

ჩერდება ყოველთვის დრო, როცა მთვარე ამოდის, არ მიაქვს ჩემგან სევდის ნარევი, პირიქით მხუთავს, მეკრობა გიჟივით, წერისას ხელები ხუნდება ვერ ვებრძვი, ჩვენში ქაოსი არის ათასი, დაკარგულ მცნებებში ალბათ გიპოვნი,

 ჩვენში რომ არის აირი ჩვენი გზები რატომ არ არის, ერთში ვართ თითქოს და თანაც არც ვითხოვ, მაღელვებს სევდა თუ თავს ვიკატუნებ ესეც არ მკითხო, დავნებდი მის მოსვლას არ ვნაღლობ, დავდუმდი კარების ხმა რომ გაიღო, ვდუნდები ტანი რომ დავტოვო,

 სულები ღამით ქვეშერდომებს აგზავნის ჩვენთან რომ გავიგოთ,რეალობაში ჩვენი ხმები რომ ავრიოთ, გაქცევით ზეცაში ფერფლი რომ ავიღოთ,

ალბათ უაზრო წარწერებს ვგავართ, დაუნახავი კედლის რომელიღაც სადგურის მსგავსად, მეტროს სუნს რომ წააგავს, მოგონებები ყუთით რომ დაგვაქვს, ალბათ ძნელია ვერ მოვერევით ღამის წყვდიადებს, უფრო ბნელებს, უფრო ფაქიზებს,

 ჩვენი სიტყვები ერთ დღეს გაქრება, და ვიკარგებით სადღაც შორს მიწას, ნეტავ გაქცევვა გვინდა თუ აქაც თავს ვიკატუნებთ დარჩენა რომ გვინდაა.მთვარეობისას მზე ჯიბით დამაქვს, სითბოს განვიცდი სიცივე მიყვარს, უღელში ვხტებით მალულათ ალბათ,იქნებ გიჟებსაც ამიტომ წავაგავთ, 

სამწუხაროა როგორ ვწირავთ საკუთარ თავსაც, ღამე უშიშარ გრძნობებსაც შიშით აგივსებს და გეპარება სინაზით ალბათ,
ჩვენი ფიქრები ღამით ერთდება, დღისით კი კვდება, დალაგებული კარადის გვერდით ჩემი ტვინია კატაბალახა,ვერ ვმუხტავ გონსაც ხელები მექცევა, იქნებ ბუნებამ რაიმე მაძლია,

ტანში ვერ ვძრავ იმ ენერგიას,რომელიც მჭირდება, რომელიც მეძახის,სუნთქვას ვაჩერებ და სულ ღამე ხდება, პარანოიებმა თავი მხოლოდ მთვარესთან ყოფნით გაიკვალა, უშედეგობამ დღეს ბევრი მძლია და გადავწყვიტე ამ ლექსის წერა,

 დღეს ვერავინ გაიგებს მე რა მჭირდა, არადა ბევრი რამ მჭირდა, დაღლილობისგან ცრემლები მცვივა, და მცვივა როგორც ხეს ფოთლები გრძნობების მსგავსად.

მოღალატე სულების ფარდას, ღამე აუცილებლად აუხდის ფარდას, ისინი ღამით ჩუმჩუმად გადიან სადხლიდან, და ეპარებიან მათ, ვინც არიციან სად უნდათ. მონადირეები მთვარეს ხედავენ და გარბიან, სრულად გარბიან, იქნებ მოგონილ ზღაპარს რეალური ამბავი დააქვს.სულ პრტყელი სიტყვებით წავალ,დავწვები, გავთიშავ გონებას, მე ღამით წერა სულაც არ მიყვარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი