us
როცა ელი — შენ რეალურად ქმნი. როცა გიყვარს — შენ ზრდი. ქარებ აღმართულ გარემოში, ჩემს პატარა ოთახში, სადაც მხოლოდ ძირს დაგდებული მატრასი ეტევა და დახუთულ სივრცეში ძლივს ჩემი ფიქრები ეხვევა, გადაბურულია შენსკენ მომავალი გზები, ვერასდროს ვერ მოვაღწევ შენამდე, ალბათ გესმის ჩემი ჩუმი ხმა, მაგრამ პოეზიით სულ გვერდით გეყოლები, შენთვის ვიქნები არეული გზა დაკარგული ქალი, ჩემთვის კი ის მიმავალი ჩიტი, რომელიც ვერ დაფრინავს და გზას ეძებს გალლიიდან ანუ ჩემი ოთახიდან როგორ გაიქცეს, ზედმეტად ბნელ გარემოში მყავხარ გამოკეტილი, მგონი უკვე დროა წინ სინათლისკკენ გაგიღო კარი. შენს ახლო მახლო ჩემი უანგარო სიყვარულია დაგდებული, ფეხებს იწმენდს, უარყობს ქარი, ყველა გამვლელი აღნიშნავს ფაქტად, როგორი სიმძიმით გყავარ, გულში შიგნით რომ დასმული იარლიყივით დაგაქ, გათენებისას სასმელი მომაქვს, გავექცე თუ გაექცე ამ სიყვარულის ზრდასაც, ჩვენ ერთი სუნთქვით და ნაზი შეხებით, ერთ გულის ცემის ფეთქვას ვგავართ, ვართ და ვიქნებით ყოველთვის ერთად, რადგან სიმძიმემ, სიბნელემ, გაგვზარდა ერთად, დავიხევ თუ არა უკან ნაბიჯებს, შენკენ მომითრევ ალბათ გისოსებს, ჩამკალი გულში, ყოველთვის გახსოვდეს რომ შენში ვიზრდები, როგორც ყვავილი მიწის საფარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი