მე.


ამ ბოლო დროს, ხო ბოლო დროს არ მოგესმათ ჩემს დიდ თუ პაწაწინა ოცნებებზე ჩავფიქრდი... ფიქრი იის ერთადერთი რამაა რაც ჩემი დიდი პლიუსია, მის გარეშე წუთით ვერ ვძლებ...ამ წუთას ისეთი რაღაც მომაწვა გულზე რომ უნდა დაწეროო-ვო ჩამჩურჩულა ყურებში, ამის გამო გიჟი ნუ გეგონებით, შეიძლება ჩემს ხასიათში ცოტა მეტი სითამამე და გაურკვევლობა არის მაგრამ ამას სიგიჟეს არ ვეძახი, არც ის ვიცი რატომ და რისთვის ვაკეთებ გარკვეულ სიტუაციაში იმ მოქმედებას, ახლა დინებას მივყვები ასე თუ ისე მომწონს კალაპოტი, არც რაიმეს ვუჩივი მაგრამ კმაყოფილი სახეც არ მოჩანს, ფიქრობენ ხალხი ჩემს გარშემო რომ ეს უბრალოდ გარდატეხის ასაკია, ვიზრდები ან თინეიჯერი ვარ და ახირებები მაწუხებს, ეს ისეთი დამღუპველი ნათქვამია რომ მაშინებს, ჩვენ ბევრი ადამიანი ჩვენს პრობლემებს ვმალავთ და გვირჩევნია ამით სხვები არ შევაწუხოთ მაგრამ საკუთარ თავზე ხშირად არ ვფიქრობთ რაოდენ დამღუპველია ეს?
თემებს ისე ვახტები თითქოს არსაიდან მოსულიყოს, და მის ბოლოს კითხვის ნიშნის ქვეშ ვტოვებ.
ასეთი ვარ ჰო გინდ შემიძულეთ და გინდ გიყვარდეთ, ჩემი ატანა სულაც არა არის რთული ხალხს აუტანლად ვეჩვენები ალბათ ამიტომაცაა რომ დღეს დღეობით სულ ჩემს ირგვლივ ხუთი ან ექვსი ადამიანია, არ ვჩივი იმას რომ არ მიგებენ ან რთული რომ ვარ, რადგან ჩემი მიზეზებით სირთულე სულაც არაა ისეთი როგორიც ჩვენ გვეძნელება, უბრალოდ ადამიანებს უყვართ გაქცევა სირთულეებიდან რომ ოფრო მარტივს ჩაებღაუჭონ მაგრამ რამდენად სანდოა მარტივი? არვიცი რადგან მარტივი არასდროს ვყოფილვარ, ღმერთო მაოცებს დღეს მთელი დღე რაღაც გიჟური იდეები თავში ჩნდებოდა, ვერ ვიძინებდი და უცბათ მძლია რაღაცამ ვეცი ტელეფონს და წერა დავიწყე, დავიწყე წერა იმის თუ რას ვგრძნობ, ამ ბოლო დროს არაფერზე დამიწერია, და თუ ვწერ ყველანაირ მონატრებას ვეხები, სიგიჟეა რადგან დილის ექვსი თენდება, თითქმის დამათენდა ამის წერის დროს თავზე, ჰო დღეს მე მარტო ვარ რადგან სირთულე ყველასთვის არარის, სირთულეს ყველა ვერ უძლებს ვერ უმკლავდება და რჩება გაგცევა ადვილთან, და მე მარტო ვარ დღეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი