საბოლოო ჯამში
საბოლოო ჯამში ერთმანეთისთვის დიდი იმედგაცრუების სუნად ვიქეცით, შენ ჩემთვის უფრო ძალიან აგდიოდა იმედგაცრუების სუნი, მე კიდევ შენთვის მდიოდა ეს სუნი უფრო ძალიან, ურთიერთობის დასაწყისში ზუსტად ამ სუნს ვახშობთ, რომლის სუნთქვაც არ გვინდა, ცხვირზე ხელ მოჭერილი, სადამდეც შევძლებთ ამას იქამდე ვიტანთ, კვალი ერთმანეთში ირევა, ვიხლართებით და ვერევით ერთმანეთის პალიტრებს, ერთს ძალიან ფერადი პალიტრა აქვს, მეორეს კი ნაცრისფერი ტონები, ერთმანეთს თითქოს ავსებენ, საბოოლოო ჯამში აღარ გინდა ამ პალიტრის ატანა, გინდება სხვა რამ უფრო ღრმა ან უფრო მარტივი, შენშეი ეს ფერები აღარ ბადებს ემოციებს და იმ განწყობას სულ სულ პირველად რომ გქონდა, შეხების ისტორია დარჩება,მაგრმ დიდხანს ესეც არ გაგრძელდება, თითქოს მნიშვნელოვანი დეტალებით ტვინი იჭედება, მაგრამ დიდი ხნის გასვლის შემდეგ გახსენებაზე გულიც აგერევა, საბოოლოო ჯამში დაგრჩება ორი რამ ამბოხება ან შეგუება, იმასთან რაც თვალწინ გაქვს ურთიერთობაში, ყვავილების გაზრდამ შეიძლება ხარვეზი გამოიწვიოს შენს სულში ( ყვავილი ანუ ის გრძნობა რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით ), და ბოლოს ერთიან ჯამში, სულ ერთი რომ ხდება ყველაფერი, ერთმანეთისთვის ის სუნი დავრჩებით სამუდამოდ ( განშორებისას,მიტოვებისას, დატოვებისას,დავიწყებისას,გახსენებისას,მოფერებისას,კოცნისას,დამშვიდობებისას,შეხვედრისას) რომელსაც იმედგაცრუება მოჰყვება. სიყვარული თუ საბოოლოო ჯამი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი