ღელვა
თუ კი ფანქრით ნაჯღაპნი ნაწერი არის სიამოვნება,რა წყვდიადში ვართ ასეთში რომ თავს ვერ დავაღწევთ. თუ კი ტილოზე ფუნჯს გადავუსმევ და საღებავებით გავჟღინთავ მცნებას, ჩემში დაიტევს სევდა ნარევი გულის სიღრმეში მკვდარ მელოდიას, დავიკარგებით ბუნების წყვდიადში არ გადავუხვევთ წესების გროვას, ჩვენში იქნება საწამლულივით მკვდარი ვაება, მე დილას ვდგები, ჯერ ვიღვიძებ და ისე, სული ხორცამდე ტკივილში მიშვებს და კარებს ვაღებ, დამტვერილი მაქვს ხედვა, ფრთები არა მაქვს, იმისდა მიუხედავად რომ თავს ვასაღებ ანგელოზად, დამტყდარი ჭურჭელი ყურებში ბზუის,ნეტავ წყდებოდეს გულს სიმები დარდიანად, კატების სიყვარულს ვეღარ იტევენ, დამტევი გრძობა ბრაზით ივსება, მე შუადღისას უღელში ვხტები თავი არ მაძლევს ამის უუფლებას, ნეტავი მზეს რომ სითბო გვაძლიოს და სინანული შემოგვაფქვიოს, ჩვენს ყველა დღეს ალბათ ვიღვიძებთ, ვდგებით ქრონოლოგიურად და შემდეგ ვაღებთ კარებს, მასაში ვირევით, ვხტებით უღელში, სადაც ჩვენი თავი არ გვიშვებს, მოდის საღამო როგორც ცხადია, შემოღამებას ვერ იტანს სული, ბნელია, ღამე ცივია ზვირთებით სავსე, ჩვენ ხომ რეალურად ისინი ვრჩებით დაწოლისას, რაც კი რომ ვართ, არც ზედმეტი და არც ნაკლებად დემონები ვწვებით, ბალიშზე თავი იდება და იბადება ახალი მცველი, რომ შენ კარგი ხარ, ყველას უყვარხარ, სულაც არაგაქვს დემონის რქები, ვაი ვაებას რომ მალე მოვა და მასკა სახიდან ჩამოგძვრება, მიეცემი წუხილს და შენი სახე კედელზე ეკრობა, ღამე ბნელია, საიდუმლოს წინ ხელის გულებზე გიშლის, გატყდება სევდე და შემდეგ ამ სევდასთან ერთად იძინებ,იღვიძებ და მერე როგორც ქრონოლოგიურად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი