დედა


დაუსრულებელი ლტოლვა მიჩნდება იმისა რომ ვგავდე დედაჩემს,თუნდაც ამოღამებული თვალებით და ღიმილის შემდეგ ნაოჭებით,მისი თვალებით რომ ოდესღაც სულ გაბრწყინებულია, ვგავდე ფიქრების მონაცვლეობით თავში და იმ სისუსტეებში დავემგვანო რაც აქვს,ვცდილობ ვიყო ძლიერი მისგან აღებული ღრმა მაგალითებით,ალბათ თუ ვისწავლი ჭკუას,მაგრამ გულის სიღრრმებში მისი შეცდომების განმეორების სურვილი მძალუძს,მინდა ვიყო ნაზი, როგრც მას შეუძლია და თანაც ბასრი დანასავით რომ მოვერიო ყველას.დედაჩემი არის ყვავილი, რომლის ფესვებიც მე გამომყვა,მყარია, ჩაუქრობელი,ალმურად ედება მას სიყვარული გულზე მარტივად? თუ შეიყვარა ვერ უარყოფს მის არსებობას, და თუ იძულებს, ხორცამდე ვერ იტანს მის სხეულს. დედაჩემის ბუნება, მართლაც რომ მარტივით ხანაც თბილი და ხანაც ცივია, მკვდარი წვიმა მასში მუდამ ბინადრობს, მაგრამ ის ისეთი მხიარულია, მიყვარს სიცილი და როცა იცინის ყურებით ვტკბები,მიყვარს როგორ შეუძლია თავგამოდებით ვუყვარდეთ ყველა,მის გულში დიდი ადგილია ამისთვის.მიყვარს როცა არაფრისდა მიუხედავად არ ნებდება,სულ იბრძვის,სულ ფორიაქშია.მისი სევდიანი სახე კი ჩემს გულშია.ხანდახან ამაზეც ვფიქრობ რომ სევდა ჩემში ჩატოვილია, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. ერთად გაზრდაში ყველა ბილიკი გადავიარეთ, გარდა რამოდენიმესი,მე ყოველთვის ვიცი რომ ის ძლიერია, მაგრამ სისუსტეებიც ეპატიება,რადგან დედაა არ ნიშნავს იმას რომ მუდამ იბძლოლოს,მას შეუძლია ხანდახან იყოს ის ვინც უნდა,ხან პატარა გოგონა,ხანაც ქალი,ხან უბრალოდ მხიარული ან სევდიანი ადამიანი,ხან მტირალა ხანაც დეპრეიული, მე ყველა მისი პიროვნება სიგიჟემდე მიყვარს და ხო დედა, დაუსრულებელი ლტოლვა მიჩნდება იმისა რომ ვგავდე დედაჩემს სულ ცოტათი მაინც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი