ადამიანი მთელ სამყაროს იტევს ..


ადამიანი მთელ სამყაროს იტევს.
იტევს მის შიგნით. 
ადამიანში შეგიძლია იმოგზაურო, ისევე, როგორც ტურისტულ ლამაზ ქალაქში. 
შეგიძლია მოინახულო ლამაზ-ლამაზი ადგილები.
მიხვიდე იქ სადაც გსურს. 
და გადააწყდე რაიმე ახალს ყოველ ნაბიჯზე.

შეგიმჩნევიათ რამხელა გზის დანახვა და გავლაა შესაძლებელი ადამიანის თვალებში?

იმაზე უფრო საინტერესო და მრავალფეროვნებია ვიდრე განთქმული ქალაქები და იმაზე უფრო ვრცელი ვიდრე მთელი კოსმოსი ყველა გალაქტიკით, ვარსკვლავით თუ პლანეტით.

მაგრამ ერთი წესი არსებობს ამ გზის გავლისას.

ფრთხილად, ფეხისწვერზე დგომით უნდა შეხვიდე შიგნით და ასევე განაგრძო გზაც.

თუ ადამიანი გენდო და უფლება მოგცა მის სამყაროში შესულიყავი, სიფრთხილეა საჭირო, რათა არცერთი ღირსეშანიშნაობა, არცერთი მშვენიერება არ დააზიანო.

ეს არის ადგილი, სადაც აუცილებლად ყურადღებით უნდა დაათვალიერო ყოველი კუთხე-კუნჭული, რადგან იქ ყოველი მილიმეტრი, ყოველი კედელი რომელიც შეგხვდება დიდი გრძნობით და განცდითაა აგებული.

შესაძლებელია ყველა ჩიხში შესვლის უფლება არ მოგცეს, ყოველი კარის გასაღები არ გამოგატანოის შესვლისას, მაინც უსათუოდ ღირს შიგნით შესვლა. იმაზე მეტად ღირს, ვიდრე რომელიმე ქვეყანაში ან გალაკტიკაში მოგზაურობა.

ბევრს აღმოაჩენ, ბევრს შეისწავლი, უნიკალურ და ახალ ფერების ხედვით დატკბები.

შეიძლება რაიმე ადგილი მოგეწონოს, ადგილი განსაკუთრებული გრძნობით აგებული.

კიდევ ამ ყველაფერთან ერთად იცი რა შეგიძლიათ?

შენი არსებობიდან წამოღებული აგურებით მასში რაიმე შენეული ააგო. რაღაც ისეთი, რასაც შენი სახელი ერქმევა, რაც შენთან იქნება ასოცირებული, რაც არასდროს დაავიწყდება და ასე შეგიძლია სამუდამოდ დარჩე მასში. 
რადგან როცა იქ შენს ნაწილს დატოვებ მისი დაკარგვა შენთვითონვე გაგიჭირდება.

ჰოდა
ეს ადამიანი, შენთვის მთელი სამყარო, იმაზე უფრო საინტერესო, ვიდრე დიდი ქალაქები და უფრო ვრცელი, ვიდრე კოსმოსი ყველა გალაქტიკით, პლანეტით და ვარსკვლავით, შენი საყვარელი საცხოვრებელი გახდება. გახდება. სახლი, სადაც დაუფიქრებლად დატოვებ უადამიანობაში გაჭედილ პიროვნებას და აღარ გერქმევა უსახლ-კარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი