**


ცხოვრება, ეს არის პროცესი, როცა რაღაცას/ვიღაცას კარგავ  და ამავე დროს პირიქით.

როგორი მონატრების და ტკივილის ფერებია აქვს, ძველი მეგობარს, რომელიც იმ სამაყაროს სძენდა ფერებს, რომელშიც ყველაფერი სევდის ფერს შეუპყრიადა უკვე წლებია ის აღარ არის ამის ნაწილი და მიწერა, კითხვა “როგორ ხარ?” ვერ ბედავ, ვინაიდან არგინდა  შეწუხდეს ერთი უბრალო კითხვით, თუმცაღა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სავსეა.   

ადამიანის გონება ერთი დიდი არქივია, სადაც კარგი თუ ცუდი მომენტები რიცხვის, თვის და წლის მიხედვითაა დალაგებული. დგახარ! ეძებ ბედნიერ მომენტს, იღებ წიგნს, გეღიმება, გულიანად გეცინება, მაგრამ უეცრად ლოყაზე სისველეს გრძნობ და ხვდები, რომ ეს აღარასოდეს განმეორდება. 
როგორ მტკივნეულია, არა?!  სულს აწიოკებს, საკუთარ გონებაში გგკეთავს, ფიქრებში იძირები!  საკუთარ თავს ეკითხები “არ ვიყავი საკმარისად კარგი?” საკუთარი თავის ჭამას იწყებ.  ბოლოს წიგნს დახურავ და დადებ ისეთ ადგილას, რომ მარტივად ვერ მიაგნო, იმ ფერებისა და გრძნობების გამო, რომელიც მთელ სხეულს ეპატრონება, ღრნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი