ალისფერი


ალისფერი მესიზმრება
და ტკივილიც მინელდება
დამთავრდება?..ეს სიზმარი?!
სანთელი რომ მიიწვება
არა...რაღაც მემართება
სახეც ცრემლით მისველდება
და ამ სევდის გადამკიდე
ეს ცხოვრებაც მიძნელდება
როდის წავა ეს ფიქრები?
ეს დღეებიც იწელება
ისევ ვხედავ თვალებს,მწვანეს
საიდუმლოდ შეჭმუხნულსა...

არა!ისევ მაჟრიალებს
გულიც ჩუმად ითრგუნება 
ტკივილი კი კვლავ მძვინვარებს
ალისფერიც იფერება...
დავიწყებას მიეცემა
რაც კი ნახა ამ ცრემლებმა
მწვანე თვალებს ბრდღვიალება 
შავმა ჩადრმაც ჩაუბნელა!
ალისფერი მესიზმრება?!
და ტკივილიც მინელდება
დამთავრდება?.. ეს სიზმარი?!.
სანთელი რომ მიიწვება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი