დამთავრდი, მორჩი, თუ დასრულდი..


დამთავრდი,
მორჩი,
თუ დასრულდი,
ყოველი სიზმრიდან,ცხადიდან,
დაგტოვეს წმინდანი,ავსული
და ყველა,შენიდან,წავიდა.

ცხოვრება ჩაირბენს ძუნძულით,
აგირევს სიცოცხლეს და ეჭვად,
შვილისგან ნაკბილარ ძუძუებს,
ხვალ ვიღაც მოგწოვს და დაღეჭავს.

შიშები,ჯანდაბას!დამიწდეს,
ფიქრები,ნატვრები,ნაშრობ მზეს,
საშველად ხელებსაც,გაიწვდი,
ყოველღამ ნაფერებს,საშოზე.

ქუჩებში,ნათრევი,ნაგდები,
შემცბარიც,მტირალიც,დაღლილიც,
უფსკრულთან უშიშრად დადგები,
შიშველი,მუხლებზე,ძაღლივით.

გადარჩი,ლეშივით ერთი ან,
ეგ შენი სხეული,მდაბიო,
შენში იმდენი ღმერთია,
უთქმელად,ტკივილსაც,გპატიობს.

დამთავრდი,
მორჩი
თუ დასრულდი,
ეწამე,ეცვი თუ ეძალე,
უბრალოდ ძალიან ავსული,
უბრალოდ წმინდანი,მეძავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი