პალმა
წვიმაა, გარეთ სველდება პალმა, იგივე კადრით,ბევრჯერ ნანახი, რა უსაშველოდ განრისხდა ალბათ, ღმერთი,ზეცას რომ ჩალა გადახსნა. შენ ალბათ ახლა მეძებდე, მეძახდე, მსდევდე, სულის გადაღლად, მიაბა სხეულს,ჩემი არყოფნა და დამივიწყო,ცხრა მთის გადაღმა. მძიმე ხარ სულო,მხრებზე საზიდად, არ უნელდებათ თვალებსაც შიში, გახურებული კეცის,მჭადივით, სახურავები იწყებენ,შიშინს. გულს ახლა ისე მძიმე ვასუნთქებ, თითქოს რაღაცის თქმას ვერ ვიწყებდე, მკვდარი სამშობლოს,აფხაზეთი ვარ მუცელმოშლილი,შავი,მიწების. ხელისგულებზე,მაწყდება ნერვი, წვიმაა, უნდა მეძებდე ალბათ, და როგორც ურჩი,პატარა ბავშვი, გარეთ,ეზოში სველდება,პალმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი