არ მოვა, არ მოვა, არავინ!


აბები საძილე,უარით,
ვმთავრდები,(მირჩია ექიმმა),
კარები მოკეტე,თუ არა
ლოდინი,ყულფივით ყელში მაქვს.

ამბოხი,შიშამდე მიმიყვანს,
აზრივით ვერ ვხვდებით ერთმანეთს,
საერთო ჩვენ მხოლოდ შვილი გვყავს,
ღმერთიც რა შორსაა,ღმერთმანი!

დატოვე სხეული,მორიგი,
მიზეზებს ვითმენდე,ვიდრე სხვა,
ხვალ იქნებ სიკვდილი მოვირგო,
იმდენჯერ,იმდენად,იმდენს ვსვამ.

გრძნობების ომებშიც ,წავაგეთ,
აწვდილი ხელებიც დავუშვით,
გვებრძოლა მხარდამხარ და მაგით,
ერთურთი გვყოლოდა, (დავუშვათ).

აბები საძილე,ისევ და...
ვიფიქრო,ვიდარდო,მაგრამ ვინ,
კარები მოკეტე,ისედაც,
არ მოვა,
არ მოვა,
არავინ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი