***


მე დავიბადე ნოემბრის ღამეს,
თეთრი კაბებით გლოვის საღამოს,
ქარი დაჰქროდა თურმე იმ ღამეს,
ქარი ნოემბრის, ლურჯი ფოთლებით,
და წარამარა ქუჩებით მავალს
შემომახვეტა სევდა მთხრობელის.

შფოთავდა ღამე, ოხრავდა ქარი,
ფორიაქობდა ფიქრი ყოველის,
მთვრალი ვიყავი უკვე იმ ღამეს,
მე პოეზიით განუზომელით.

მე ალიონი სხვა ფერად მესმა
ქარით წარმოთქმულ მარცვალთ იონში,
ბგერებმა იწყეს იმ ღამეს ჟღერა:
და დაიბადა გალაკტიონი!

და მესმა, მესმა მე ეს სიმღერა
ქუხდა რიონი, მღერდა რიონი,
მას გრიგალივით გადაუარა
ძალამ იმ ერთი გალაკტიონის.

და მე ვიგრძენი რომ ჩემს სხეულში იყო სხვა ძალა, სულ სხვა იონი,
დამაგნიტებულ ჰორიზონტს გასცდა,
ჰორიზონტს გასცდა ფიქრი ოხერი,
ჩემით ბგერებმა ისწავლეს განცდა
და ფორიაქი სულმა მთოველი.

მიყვარდა ტაში, მქუხარე ტაში,
ქსელებს ვხლართავდი, როგორც ობობა,
გხვევდით ბადეში,
რომ ჩემი სახე მუდამ
ლანდივით მოგზმანებოდათ.

მე დავიბადე 17 ნოემბერს,
კარგად არ მახსოვს, ვიყავი მთვრალი,
და დაიბადა იქ ჩემთან ერთად ლამაზი გრძნობა მომავლის ქარის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი