Con i colori autunali


იყო სხვა წამი სხვა ცაზე,
აუტანელი, გაუსაძლისი,
Con i colori autunali-ის
ეს გაცილება, როგორც ჩვენება,
იყო ქარვისფერ ფერთა ლიცლიცი, 
ნარინჯისფერი გამოელვება.

დაეშვა ფარდა გამოსალმების
და დაარღვია დუმილი მიწის.
და მარადიულ სამფლობელოში,
ცას მოეფინა შვენება ცისკრის.

დილის ცვალებად ნიშნებთან ერთად
მიასვენებდნენ სასახლეს ფერადს,
და ცისარტყელა ფერებით მშვიდით
ემოციურად ცეკვავდა კენტად.

გზებზე ლანდებად გამოკრთებიან თეთრი კაბების შავი ჩრდილები
და აკორდებით გაისმის მღერა.
მე მაყრუებენ
ტრაგედიულ მხუთავ მარშების ვითომ ჰანგები
და მენატრება ისევ კლასიკა სერენადების
და შემოდგომის სიმფონიურ ორკესტრად გაშლა.

ეს ენკენობაც გადივლის მალე
და ნოემბერი ინათებს ცაზე,
და დეკემბერი თუნდაც რომ დადგეს,
სულის მაცილებს ქარი შეარხევს.

ის ქარვისფერად შეგათამაშებს
და გააღვიძებს შენში არნახულს.
Con i colori autunali -
ნოემბრის ცაზე ვხვდები გაზაფხულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი