გალაკტიონს
რა არის იცი? არ იცი! ქარი შეშლილი გამირბის. ამ მუსიკალურ ნოტაში არის ცისკრების საწყისი. რა არის იცი? განვიცდი მე უმზეობას განვიცდი! მხუთავს სამყარო ეული და შებინდება გრძნეული. რა არის იცი? არ იცი! სამყაროს ხედვას განვიცდი, იქ უშენობით ეული ქარი ჰქრის გაშეშებული. იქნებ გამოჩნდე ამაღამ როგორც გჩვევია ანაზდად, მზეს სული აუკანკალო და დაუბრუნო ქარს ძალა. შენ გალაქტიკის საზრისი, ელვის რისხვა ხარ ცაზე, ფიქრის შეშლილის საწყისი, ცას ასნეულებ განზე. კალამ-ფურცლები გელიან ისევ სავსედ და ამაყად. ბევრს არ დაგიცდი, ავიღებ და გაგაგრძელებ ამაღამ. და თუ მეყოფა მე ძალა ავამელნისფრო ვარსკვლავი, მივწვდე სიღრმეებს წყვდიადის, ავატივტივო ბნელეთი. შავ-თეთრ ვარდებს გამოგტაცებ, გავაწითლებ იქვე ურცხვად, და შევფერავ საუკუნეს ჩემებურად! იქნებ ღირდეს გადაფურცვლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი