...


არ ვაღიარებ, რომ სამყარო ასე დაეცა,
რომ შემოდგომის სიმფონია გაისმა ცივი!
რომ წუთისოფლის ხმაურიან მხუთავ ჰანგებმა
შენს გულში ისევ დაივანეს
ქარებით ცივით.
რომ ცა და მიწა მიტოვებულ სუსტი ჰანგებით
ქარმა ტოტებში გადახლართა, ვით მეფე ლირი,
რომ აქ ცხოვრება უსახოა
და უსასობის
დაღით დასმული
გული გახდა უტყვი და ფლიდი.
თუმც კი წამიერ აღტაცებას
მაინც ეძლევა,
სიამტკბილობის და შვენების თვალსაწიერით,
კვლავ გამეფდება ცაზე სიტყვა, ახმაურდება
და აღელდება ტალღა-ტალღად,
ვით ღამის ბინდი.
ხვალ კი უთუოდ ალიონებს მიეგებება
ისევ ცისმარე,
გადაპენტილ სიკეთის შვილი,
და წამიერი ნეტარება
გულს და გონებას
მოეფინება გაზაფხულის ნიავით თბილით.
კვლავ გამეფდება ცაზე სიტყვა
და მსხმოიარე,
ფესვებს განირთხამს
სიკეთით არს ბოროტთ განმზიდი!
ისევ იმედით დაიბრუნებს ძალას სამყარო,
სიკეთის მადლით შეუცნობელ არს არსი მისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი