გული კვლავ ფეთქავს აისებად
ასხლეტილ ტყვიას ჩემი მტევნები სისხლისფრად აწვეთს. მზე სამყაროებს, ოქროსფრად საფერ მოგონებებს ოცნებად აჩენს. ბურუსი იგი ნისლად ქცეულ სამყაროებს სიცოცხლეს ართმევს. წყვდიადდება, გული კი ფეთქვას აისებად აგრძელებს ცამდე. იქ ფერადდება სული ჩემი რითმებით სავსე, წამებით საწერ მოგონებად ჭვირულად გამდევს. მთა ორნამენტად დანისლულ სევდას მარგალიტებად ცის კარზე აფენს, სად ფერმიხდილი ოცნებები სასხლეტებით მზის სხივებს აფრქვევს. კმარი, არ-საკმარ ილუზიად შთენილი მთვარე მეწამულფერი დაისებით კლდის ძირში მაწვენს. აქ ისახება დედამიწა დარდებით სავსე. ეს სისხლისფერი ვარსკვლავთ კრთომაც ცას კვალად გასდევს. მეწვევა სევდა, მემძიმება, ტვინის კარს ვაღებ, სამყაროდ საფერ მოგონებებს ცის მიწას ვართმევ. და ვხედავ მე სამყაროს წამებით სავსეს, სად სიმფონია სინანულით დროებას ამხელს. და მითრევს ტყვია იგი მე მორევში, ზღვის ტალღად მაჩენს. დავიბადები ცის მიწაზე ოცნებით საფერ მოგონებად, მძივებად საშლელ მე რითმებად გონება მამხელს. და გვიანდება აქ სიცოცხლე. გული კი ფეთქვას აისებად აგრძელებს ცამდე, მე ვუბრუნდები არითმიას რითმებით სავსე. ცისპირად საფერ ემოციას სწრაფ-სვლებით ვამხელ, სიამის განცდის ეფემერულ მაისებად სამყარო მე მფენს. უსიერ ტყეში ბილიკებად სიცოცხლეს ვაგებ, გული კი ფეთქვას აისებად დაისებს აწვდენს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი