...
...მარტი მარტოა, ვით სევდის ზარი, მარტი დარდივით სარკმელში გადის. მარტოობა და ზეცა ახლოა, და ორივესთან თაღი მონმარტრის. მარტი მარტოა, მარტოა დარდიც, როცა ნოემბრის ქარებით დაჰქრის, ქუჩაში ხეთა ლანდებით მკრთალით დადარდიანდა პოეტი ღამით. და შენც მარტო ხარ, მარტო იყავი, მაინც კი შენში ცოცხლობდა სხივი, სხივი იმედის, სხივი მომავლის, გულს უბრუნდება ზეციურ მადლით. იასამანი გასცდა გალავანს და მოაფინა საფლავზე დარდი, გალაკტიონი ისევ მარტოა, ქარვისფერ დარდი იისფერ მარტის. 17 მარტი 17 ნოემბერს, სამყაროს რითმას სიცოცხლეს აცლის და მე ვიგრძენი, რომ მოახლოვდა წამი, როდესაც სიკვდილი არ ღირს! და გული ფეთქავს სიცოცხლეს განცდილს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი