...


გულს მიხოკავენ, სულს მიღადრავენ
გარდასულ დღეთა ურჩი ლანდები,
და გიყვარდები ავრორა, მეტად,
მეტადრე უფრო მე მიყვარდები.

სულში იჭრება ფარული სევდა
და იჭვნარევი ნისლის ფარდები,
და ფორიაქობს ეს გრძნობა, 
მეტად
არ გამაგონო: "შეგიყვარდები."

გზებზე მიჰქრიან, მერე მოჰქრიან
ტყეთა ლანდები ვარსკვლავთ ჯარებით,
და ისმის მთათა ღაღადი ქვეყნად
შეუყვარდები, შეუყვარდები.

მე მეფინება ღიმილი ბაგეს
შენს გულს არა სცნობს ჩემი საკნები,
ვიცი, გიყვარვარ, ავრორა ძლიერ,
ვფიქრობ ხვალ უფრო შეგიყვარდები.

ხან კი წამიერ ჩემში იმძლავრებს
ადამიანურ არსის ძალები,
ღმერთს ვევედრები, განდევნოს შენგან
გულს მოდებული ალის ქარები.

მე წყნარ დუმილით შენში რომ ვიწვევ
სინათლეს ვარდთა გირლიანდებით, 
გადააყოლებ ამ გრძნობას ფერფლად,
ქარით, თოვლით და წვიმანარევი.

შენ დამისახე მე ფუჭ იმედად,
და ხვდები, ხვდები სიძნელეს ბედის,
მერე კი ჩაკლავ ამ გრძნობას შენში
და თმაგაშლილი დაიარები.

მე მეღიმება, კვლავ მეღიმება,
და სულ არა მაქვს თქვენი დარდები,
ხვალ მე მაკოცებს მზის სხივი, ვხედავ!
და თვით სიყვარულს შევუყვარდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი