***
თქვენ რა იცით რა ძალაა მარტში, როცა ლექსი მიუყვება ნაპირს, როცა გონის ქაოტური ბოდვა ნაბიჯს ითვლის ცამდე სულ სხვა განცდით. წამიერი გაელვება ციდან, ოჰ, ვინ მოთვლის რამდენგზის და როდის, ქარვისფერად მათამაშებს დილა, სარკისებრი ანარეკლი დროის. მე ვაგრძელებ კვლავაც ფიქრით ბოდვას, უსასრულო ბგერათ ბელეტაჟი, შემეყრება ქალის სახე მორცხვად და ლაქოვან ფიქრთა რენესანსი. გზად აჩრდილი მეღობება, ოხრავს, მე დროება მიმაქანებს გაბმით, მოდინდება გულზე სისხლი ოხრად და დახეთქავს ამ გაყინულ ძარღვებს! გადაიქცეს გუბე ზღავათა ღელვად, ლელიანმა იყვავილოს ცაზე, ეს იქნება სულის გარდამოსვა, სახიერო, ჰყავ იდუმალ რამე! კაბადონზე გაიშლება მარტი, სასოებით მყნობი თეთრი ია, იანვარი მიჰქრის თოვლის მარშით, უსასოო, უსახოო რითმა. ნოემბერი მაშველივით მოდის და დროება მე ჩამქოლავს მაცნედ, დაიწყება პოეზიით როკვა, ზამთარ-ზაფხულ-გაზაფხულის მახე. სასახლეთა ფერადია წყება, ფოთლოვანი პოეზია - სტარტი! კვლავ სიმძაფრე შეგრძნებების კვალად, გალაქტიკურ რითმით მიჰქრის ქარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი