***
რითმას ვეძებდი ცისმარ, ვერ დავეწიე დროში, ქარებს ფოთოლი სცვივა, Morbis, et una morbis! ფიქრები შავ-თეთრ ხაზად მოირკალება ღამე, სხივი ცხოველი ნათლით მოსავს, ლურჯია მთვარე! სავალ ბილიკებს დინჯად ამკობს ცისკრების წყება, დროის, ყოფის და სივრცის ლიანდაგური ხედვა. არის ნაზავი სევდის და სიახლეთა მარში, არ შეგუება ბედთან, გადამღერება დარდის! ფეთქავს საათის ისრით პოზიტრონული ტვინი, ქსელურ ბადეთა მხლართავ მაჯადოებელ ხიბლით. არის უღმერთო წამი და ქარიშხლებით წყევლა, სასახლეებით ბორგავს ფიცარგაკრული სევდა. ვით განშორების რისხვა დახეტიალობს ქარი, დემონურ მარშებს მართავს მელანქოლია მზარდი. გრძნობად სამყაროს საზღვრებს მიაპობს შავი ქარი, ხანგამოშვებით მღელავ ფსიქოსომატურ განცდით. დამაშვრალ სხეულთ ბორგვა ხეთქავს და აპობს მიწას, მტვრის სურნელებით მთვრალი გალაქტიკებით მივალ. თვალზე მედება ლიბრი, აიკინძება დილა, პანორამული დარდით მამკობს გრაცია Vita! არ შეგუება ბედთან, აღიმართები სვეტად! დროის, სივრცის და ყოფის მოზაიკური ხედვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი