Ricordati di me


მე დავწვავ ფურცლებს,  
სად ინახავენ 
გრძნობებს წარსულის. 

და მოვალ თქვენთან 
ძველ განცდების   
ახლებურ აღქმით.  

კალმებს 
მელნად მე მოვახმარ 
ფიქრებს სიწრფელის.  

თმენას ვისწავლი, 
სად იბადება რწმენა იმედის. 

და კვლავ მოგიტანთ მარტის ყვავილებს
იქ, სადაც ოდეს  
ჰყვაოდა ბაღი. 

და გიძღვნით ყველას,  
ვისაც გინდათ, რომ  
მოვდიოდე თქვენთან რითმებით.  

მე მოვალ, 
როცა სიტყვები    
გაანათებენ ცის კარებს მარად 
და ქარიშხლები 
ააძგერებენ გულებს ამაყად. 

როდესაც სიტყვით ვერ უძებნით 
რითმას სამყაროს, 
მოვალ საფლავზე, 
სადაც სიცოცხლეს არავინ გალობს.     

მე მოვალ თმენით,   
რომ შემეძლოს კვლავ ასვლა ცამდე,  
მოვალ იმედით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი