დედამიწელი N2
გაუცხოება - ფიქრი მოშიში, უსასრულობის წერტილებს ისვრის - კოსმოსი შორი. რიცხვებს ცა ითვლის, სიცოცხლეს ერთვის, როცა საზრისი - დედამიწელი N2. ლაბირნთებში გახვეული, მარსიდან იძვრის კოსმოსის მორფი - „ადამიანი.“ მოგვევლინება ინაიმადათ, გაქრება როცა დედამიწაზე -ინით, -იანით, ადამიანი - ადამიანით. რჩება თვალები - ღვთის მოშიში ტვინის ფარებით. ქრება გვარები. ვერ დამალული, გაცხადებული - რჩება სახელი. დედამიწელი N2 კოსმოსით მოდის. მიწამ ინათა! ოქროსფერი პარალელებით უსასრულობის სიბრტყეებს ხაზავს. იფხიზლე, NASA!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი