...
კარებს ვაღებ გამეტებით მომწყურდება როცა ბრძოლა, მატარებლის რელსებს მიღმა ხელაღებით ქროლვა, ქროლვა. სამიზნე ხარ ერთადერთი, სანამ მიწას მეწყრად მოვალ. გათეთრ-გაგიშავგუგულებ ზეცად მავალ საფეხურებს, გისოსებში რომ მოვაქცევ ცხადად ამ ჩვენს საუკუნეს! ჭექა-ქუხილს განგარიდებ ნოემბერში თუკი მოხვალ. სასაცილოდ არ მეყოფა გიხილო და აგიხილო ეგ თვალები მიბნედილი. აღკვეცილა ოქტომბერი, აღმართულა ხვეტარები, საუცხოო ქვათა გროვა. და ეს ხდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ნოემბერი თუკი მოვა. მე ფიქრებით ქაოტურით ვიშლი თმას და ვხაზავ წრეებს უსასრულოდ, შეიქმნება მითქმა-მოთქმა. გაჩეჩილი, აწეწილი და შეშლილი მიჰქრის მარტი დარდით მარდით, სწრაფი განცდით საზღვარს გავცდი. დამახალიან ტყვიას საზღვარს, სისხლის წვეთი მიწას ფარავს. ამოვარდება ქარი, რა ქარი! და ასეტყვდება ზეცა მგონია, ციდან ეშვება დღე ნოემბერის, დღეს გადავლახავ საზღვარს მგონია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი