...
სიყვარულია ყოველივე სასოების მომცემი ქვეყნად, შემწყნარებელი როგორც ლუჩია, უნაპირო სევდას რომ ძერწავს. შენი ხელებით გზად მავალი კაფვა ტყეების დაგებედება იქ, სად სიჩუმე განცდილია ღამის წყვდიადში, სწრაფვა მავანის ეკლად ედება გულს ადამის ჯოჯოხეთის კარს შეაღებს როცა, და გაკრთება თვალთა მისგან სინთლის სხივი, განფოთლავს არეს უსასოო სიტყვები სიბრძნის. წარწერა იგი შეაგვახსენებს კვლავ ცოდვას ჩვენსას: „თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა!“ მე, უიმედოდ ფერმიხდილმა, უსიერი ტყე განვვლე მარტომ. შენ, რომელსაც ადამი გერქვა, ცოდვა დამწამე. ახლა მივდივარ და მომყვები ქარით, ქარიშხლით, თოვლით, წვიმით. ჩემგან წასული - მიწას ეწამე, და არ იწამე სიტყვა - ღმერთი, ცისკარს ვერ შეხვდი, იქეც, ვით მტვერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი