***
ეხეთქება ტალღა კლდეებს, ისმის გრგვინვა შესაზარი, დღეს თუ გავცდი იქნებ საზღვარს, Maniana არ საკმარი. ილეწება ქარი ველად, ტოტებს გაშლის, მიმოაფენს, სევდით ამკობს დედამიწას წარმავალი სილამაზე. მიმოფანტულს ვხედავ რტოებს, ვაზის ფოთლებს უნუგეშოს, მიტოვებულ ხის სახლს სოფლად, როგორც ჩვილი, ღელავს ეზო. გამომტაცებს ფიქრებს ქარი, ვით ცხოვრების მატიანეს, და დასუდრავს, სულს შეაკრთობს, იმოსება ძაძით არე. არის ვარსკვლავთ გაელვება არსით თვისით მარგალიტი, ქრება კვალად მოგონება შავთა დღეთა საძრახისი! დე, დაიწყოს ქარით ძგერა გულმა, ფეთქვა ცის სადარი! სასოებით მყნობა ვაზმა, ფესვით მძლავრით გრდემლთ სადარი! ისევ ელავს, როგორც უწინ, ცაზე თვალთა გადაკარგვა, ვით მგზნებარე ალით გული, ვით ტოტებში ქართა მალვა. ეხეთქება ტალღა კლდეებს, ამაოა ვნებათღელვა, კლდე უდრეკი უდრტვინველად სულის მაცნედ მევლინება. გონს შემოსავს ჰარმონია, წარუშლელი კვალად გამდევს, სათნოების აზრთა კონა, მზისებრ ცაზე დაივანებს. და მერე კი ტბაზე ნაზად გაიშლება თეთრი გედი, ვით არწივი მონავარდე მთათა ზენა სულთ მომფენი. ის ამიშლის მოგონებებს ნაქარნარევ ფიქრთა სითბოდ, ვეხეთქები კლდეებს მედგარს და ტალღებით შველას ვითხოვ! ეხეთქება ტალღა კლდეებს, ისმის გრგვინვა ცის სადარი, მახსოვს გავცდი გუშინ საზღვარს, გადავლახე ფიქრით ზღვარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი