***


აკაციის ფოთოლთა ჩრდილ-თამაშის ფერებით
სიო შემომეპარა, სიო ცისფერ მტევნებით.
ვით ჩუმი მონატრება და ნანატრი ზმანება,
ვით ფიქრთა ანათემა მზისფერ გამოელვებით.

სიომ გამინიავა გული სევდანარევი
და სილაღე ბავშვობის შთამბერა ნიავებად,
აკაციის ტოტები ლაჟვარდოვან ნათებით
იქცა თეთრონ ქარებად და ფიქრთა ქარაფებად.

მიმძიმს, მიმძიმს მონება სიზმარული ჩვენების,
მსურს აისის ჟამობა და სვლის ნაირგვარობა!
აკაციის ტოტებით ქარაფიდან ვეშვები,
იქ,სად მიწის ნაპრალი ლელიანით ირთვება.

სალამს გიძღვნით მეფურად პოეზიის გენია!
ვისხლეტ ცის კაბადონებს იქ, სად ღამით მთენია!
უკან ჩამოვიტოვებ შამბნარს ეკალბარდულებს,
გადავიფრენ ტრამალებს, ვლოცავ  ტაძართვარდულებს.

აკაციის ტოტებით თქვენთან მოვესვენები!
გვერდს მიმშვენებს ლაჟვარდი გაბმა გაბმა ფერებით,
და ღიმილი ბაგეზე, მომნუსხველი ღიმილი,
წამით ჩამომაშორებს ქვეყნად ყოფნის მარწუხებს,
თვალები კი მიღმიერ ცის ირეკლავს სამოსელს.

აკაციის ფოთოლი დღესაც სალამს მიგზავნის,
გულ-გონ-სევდა-ნაღველის ძალად განმანიავად,
ვესალმები სამყაროს თეთრ ტოტებზე განფენით,
ვით მე-ს გამონათება, მჩქეფარ ძალთა თანმდევი.

სიო სხეულს დაივლის, მევლინება ნიავად,
მასთან ერთად ტოტებში ვიხლართები ქიაზმად.
სიო ნაპრალს გამცდარი უფრო ნიავ-ქარია,
აზვირთდება გრძნობები, როცა სულში ქარია,
ცას ვეხები სხეულით,
სულთმოფენის ჟამია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი