...
ჩემი სხეულის სიმსუბუქე ქარს შეერია და მახსოვს იყო ფოთოლცვენა გარდაუვალი. ასე თავნება, ასე ურცხვი ეს შემოდგომა ძარცვავდა ხეებს ცაზე მიჯრით წყებად დაწვენილს. მახსოვს ქრებოდა ეს სიცოცხლე ნაზად და წყნარად, ვით მზე დაისზე იწურება სხივთა დათმენით, ცის კამარაზე იცლებოდა ფიქრის ფიალა, ვით ტრფობის ალი, ფერთა ნაზი გარდაცვალებით. ჩემი სხეულის სიმსუბუქე ცას შეერია, გარდაცვალება მახსოვს იყო გარდაუვალი. ცას მიჰყვებოდა მდინარება დღეთა და ველთა, და წლები, წლები მოსაგონრად თეთრი ამბების. ფოთლები კი შეუწყვეტლივ ცრიდა და მგვრიდა სამყაროს სევდას განუზომელს ვაზად განფენილს, ჟამთა უჟამო მყოფობისგან ზღვის ტალღა მკვეთდა. მიმომიბნია ბნელ სარკმლის წინ სულთა ნაკვესი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი