***
დაღლილი ხელები გიმზერენ, თვალები სავსეა ქარიშხლით, ქუჩებს ეფინება ფოთოლთ აპათია დასნებოვნებულ ნოემბრის ზარივით. ბედის უსახობით გზები დაწყვეტილა, ქართა გრადაცია ისმის განწირული, სამრეკლოს ზარები რეკენ ... დათოვლილა, ცოდვით დაფარული ფიქრები დაისის. დაღლილი თვალებით გიმზერს შემოდგომა, თებერვალს მოუკლავს წყურვილით გაზაფხული! Souvenirs fragile - ოხრავს დეკემბერი, გრძნობადი სამყარო გიმზერს გაკვირვებით! არის აპათიურ სვლათა გრადაცია, შებინდებისას - ღვიძილი პოეტური! აისზე ლამაზად მყნობადი დარდი ხარ, გაფრენა ათასგზის დაჭრილი არწივის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი