Amore mio


Amore mio, ძვირფასო მიო,
ხარ თეთრი ღამის მიზეზი ერთი,
თვალებს ატყვიათ დღეს უძილობა,
ფერკმრთალი ბაგე უტყვია ცქერით.

ამორე მიო, ძვირფასო მიო,
შენი სადარი ალბათ ცა არის,
და ეფინები ნათელ კურთხევად
სარკმელს დახრილი მიმოზის თვალით.

ძვირფასო მიო, ო, ჩემო მიო,
მახსოვს ნაპირი უსასრულო, ფიქრი ლამაზი,
გადაპენტილი დეკემბრის ბაღი,
გაყინულ ტბაზე ყვავილობა იასამანის.

და სიფაქიზე თეთრი თითების,
სწრაფი მიმოხვრა კლავიშებზე ამღერდა ვაგნერს,
ველად გაშლილი გრძნობების სიღრმე
და სავსე მთვარე,
სიამეთა ის იყო მაცნე.

ყოველი ნოტი აცოცხლებს ჩემში სიცოცხლის სუნთქვას და სიღრმეს აზრის,
კლავიშებზე კი უწინდებურად გაისმის გრძელი, თეთრი  ნახვამდის.

ამორე მიო, ნაზო Adios,
მაგ სილამაზის აჩრდილით თეთრით,
აცოცხლებ ღამეს მთვარეზე ცხადად,
მიმობნეულო ვარსკვლავთა კვალად.

ჩემი სხეული მიჰყვება ქარებს
და პოეზიის სურნელით მთვრალი,
თვალთაგან კრთება ნატიფი სევდა,
განშორების და გლოვის ხმა არის. 

სივრცეებს მიღმა ქრება სხეული,
სახეს მტევნებით დამიფარავენ.
მივეგებები ახალ განთიადს,
უცხო მხარეში ამოდის მთვარე.

გაიშლებიან გრძნობები განცდით,
მე კი ვისწავლი ახლიდან სუნთქვას.
შორეულ მხარეს ფიფქივით მავალს
ნიავქარები მაძლევენ სალამს.

ამორე მიო, ნაზო Adios,
გემშვიდობება ხარბად თვალები,
კლავიშებზე კი უწინდებურად გაისმის გრძელი, თეთრი ნახვამდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი