გვირგვინი თეთრი იქნება მარად
გაისმის ტაში, მქუხარე ტაში, წლები რას აკლებს მოცინართ ბოდვას?! ვის ეშინია მბორგავ ტალღების - მათთვის ზამთარი მარადჟამ მოვა. მიყვარს რითმიდან გასვლები გულის, ლაბირინთების მხლართავი ძალა. მე დაიმონი ფიქრთ კამათელით სამყაროს მიღმა მამყოფებს მარად. ო, მე მხიბლავენ ქარიშხალები, საუცხოოა მისტრალის ძალა, გზად ელდით სავსე ქარტეხილებით მე ფოლადივით ვიწრთობი მარად! ტაში მისტრალებს?! მქუხარე ტაშით აღიარებას არ ელის იგი. ხელების ქნევის ოსტატურ არტით მოქანცულია თვალი განმრიდი. ო, სულო, სულო, ჭეშმარიტო, წყვდიადის მტერო, ნათლით მოსილო, გადახლართულო ტოტებში მარად! უსურვილობით დაინთქი სულო! გარდაისახე მარად და მარად! სულო მწყაზარო, სინათლის მფრქვევო, ჩემთვის სიცოცხლის მომნიჭებელო, ამოთქვი სულო, გულით ამოთქვი! გონით მეტყველი მამყოფე მარად! ეკლიან გზაზე კრთება გვირგვინი, გვირგვინი თეთრი იქნება მარად! მე ტრაგედია მიწის ვიწამე, სულის სხეულთან გზაგასაყრსა. მივდივარ უკანმოუხედავად, მოვშორდე მიწის ამ საცდურ ძალას. შორს ცას თან ერთვის სამყაროს ცეცხლი და ტრაგედია შვილის - იესო. ქარი მოაფენს შავ ვარდებს ცაზე და კვლავ გაისმის მქუხარე ტაში - ერთ დროს გაწაფულ ხელთა მაქცობა! ვაი რომ არას მთქმელია ტალღა, როცა კლდესთან დგას ახალგაზრდობა! ეკლიან გზაზე კრთება გვირგვინი, გვირგვინი თეთრი იქნება მარად! ვით შავი ვარდი მეწამულ ცაზე, ვით სული სხეულთ გზაგასაყარსა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი