***


მიწას ცვარივით ედება დილა,
შეგიხორცდება მალე წყლულები,
ზეგარდმო არსით ფრთაგაშლილ არწივს
მოგიგონებენ ძმა-მეგობრები.

შენ, საქართველოვ, ბუდე ხარ მართვის,
ფესვებგართხმული ღრმა შეგონებით,
გამოღმით ელი ვარდისფერ ნაპირს,
ნისლი გედება, ვით ტყეს ფოთლები.

კვლავ გასცვენია შემოდგომობის
ნათელ ფერები შენს მზიან მხარეს,
შემოღამების მკრთალი ნათელი
მოგეფინება ღამით მთოვარე.

გაზაფხულობას ელი ვით მიწა,
დამაშვრალს გვალვით თქეში გაამებს,
და შეიხორცებ წყლულებსაც მალე,
სულში ჩაიწნი ცისფერ დალალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი